x
image
თორ ნიკე
მიხეილ ჯავახიშვილი თანამედროვე ეკლესიის შესახებ
მიხეილ ჯავახიშვილი თანამედროვე ეკლესიის შესახებ


"მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად. ის ამბობს, ეკლესია და რწმენა ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ახლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმენით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენ მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფასი ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესიაა, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა. ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რად უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ-ფეხშუმები და სახარება? განა ქრისტე ასეთ შენობაში ლოცულობდა? რად უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი? განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?


მიხეილ ჯავახიშვილი თანამედროვე ეკლესიის შესახებ


მღვდლებს რომ ჰკითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას ჰმატებსო. ჩემი აზრით, ეს ფართი-ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოები და ძვირფასი მორთულობა, ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი. აი, ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს. არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფასი ეტლებით დადიან. ერთი ჰკითხეთ ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი? ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ-სართულიან სახლებში?როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე? როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით? ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა, მიდი იმასთან და შველა სთხოვე, ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალი ცხოვრებით განუგეშებთ. საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს? დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა."



"გლეხის წერილები". მ. ჯავახიშვილი. 1910 წ.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივლიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
961
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
961
  
2019, 4 აგვისტო, 19:27
ძალიან მძიმე და მტკივნეული რეალობა ! :(
0 1 1