x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჰაპლოჯგუფი Q - ადგილობრივი ამერიკელების დომინანტური მახასიათებელი
ჰაპლოჯგუფი Q - ადგილობრივი ამერიკელების დომინანტური მახასიათებელი


ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის კოლუმბამდელი მოსახლოების, ადგილობრივი ანუ აბორიგენი ამერიკელების - "ინდიელების" უამრავი ტომის უდიდესი უმრავლესობა, დაახლოებით მათი 80% ატარებდა ჰაპლოჯგუფ Q-ს, იგივე Q-M242. დღევანდელი ტექნოლოგიების, გენეტიკური სეკვესტრირების, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის ერთობლივი კვლევების მიხედვით დადგინდა ამ და სხვა ჰაპლოჯგუფების მქონე ცალკეული ადამიანების თუ ტომების უძველესი წარმომავლობა ათასწლეულებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ჩვენ ოდესმე წარმოგვედგინა. ყველაფერი იწყება ეგრეთ წოდებული "Y-ქრომოსომული ადამიდან", რომელსაც ასე იმიტომ ეწოდა, რომ დღეს არსებული ყველა კაცი ამ ერთი კაცის პირდაპირი შთამომავალია. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყოველი კაცი, იქნება ეს კავკასოიდი, ნეგროიდი თუ მონღოლოიდი, ერთმანეთის სისხლისმიერი ძმები არიან. არათუ ადამიანები, არამედ ყოველი არსება დედამიწაზე არის ერთმანეთის ძმა და და, მათ შორის ბაქტერიები და ვირუსები, ვინაიდან ჩვენ გვყავს ერთი საერთო გენეტიკური წინაპარი, რომლიდანაც აღმოცენდა მთელი სიცოცხლის ხე - იგდრაზილი და ეს წინაპარი დაახლოებით 4 ან 3, 8 მილიარდი წლის წინ ცოცხლობდა დედამიწაზე და წარმოადგენდა სიცოცხლის უმარტივეს ფორმას.


ჰაპლოჯგუფი Q - ადგილობრივი ამერიკელების დომინანტური მახასიათებელი


Y-ქრომოსომული ადამის ჰაპლოჯგუფს მეცნიერებმა უწოდეს ჰაპლოჯგუფი AOO. ამ მოდგმის ხალხი დროებით ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე მოსახლეობდა 300 ათასი წლის წინა პერიოდიდან. გავიდა რამდენიმე ათასწლეული და ამ ხალხმა 80 ათასი წლის წინ წარმოშვა ახალი მოდგმა - ჰაპლოჯგუფი BT. მათი განსახლების არეალი ზუსტად ცნობილი არაა, მაგრამ მკვლევარები ჩრდილოეთ აფრიკის გარკვეულ ნაწილს ვარაუდობენ.



ჩამოვწეროთ სიის სახით თუ როგორ წარმოიშვა ამ ჰაპლოჯგუფისგან დანარჩენი ჰაპლოჯგუფები თანმიმდევრობით მანამ, სანამ არ წარმოიშვა შუა აზიელების, კამჩატკელების, ციმბირელების და უმეტესად სწორედ ამერიკელი აბორიგენების ანუ ინდიელების დამახასიათებელი ჰაპლოჯგუფი.


ჰაპლოჯგუფი Q - ადგილობრივი ამერიკელების დომინანტური მახასიათებელი


BT-მ წარმოშვა CT ჰაპლოჯგუფი - დაახ. 78, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სავარაუდოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკა.


CT-მ წარმოშვა CF ჰაპლოჯგუფი - დაახ. 75, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სავარაუდოდ ევრაზია.


CF-მა წარმოშვა F (F-M89) ჰაპლოჯგუფი - დაახ. 62, 500 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სამხრეთ აზია.


F-მა წარმოშვა GHIJK ჰაპლოჯგუფი - დაახ. 58, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო აზია.


GHIJK-მ წარმოშვა HIJK ჰაპლოჯგუფი - დაახ. 55, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო აზია.


HIJK-მ წარმოშვა IJK ჰაპლოჯგუფი - დაახ. 53, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო აზია.


IJK-მ წარმოშვა K (K-M9) ჰაპლოჯგუფი - დაახ. 50, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო აზია.


K-მ წარმოშვა K2 ჰაპლოჯგუფი - დაახ. 48, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო ევრაზია.


K2-მა წარმოშვა K2b ჰაპლოჯგუფი - დაახ. 40, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ან სამხრეთ აზია.


K2b-მ წარმოშვა P ჰაპლოჯგუფი, იგივე K2b2 - დაახ. 35, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სამხრეთ აღმოსავლეთი აზია.


P-მ წარმოშვა Q ჰაპლოჯგუფი - დაახ. 30, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების ტერიტორია იყო თავიდან მხოლოდ ცენტრალური აზია და ციმბირი, ხოლო შემდგომში გადავიდნენ ამერიკის კონტინენტზებზე ჩამოაყალიბეს ამერიკელი "ინდიელები", რომელთა რიცხვიც კოლუმბამდელ ამერიკაში აღწევდა 112 მილიონ ადამიანს. მათ 80%-მდე ატარებდა სწორედ Q ჰაპლოჯგუფს.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
96
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
96
  
2019, 8 სექტემბერი, 3:24
American and Mongoloid race

Paternal History of Haplogroup Q

Y-chromosomal Adam - haplogroup A00 - 300,000 BC.

AOO produced haplogroup BT - 80,000 BC.

BT produced CT haplogroup - approx. 76,000 BC. this people lived probably northeast Africa.

CT produced CF haplogroup - approx. 73,000 BC. this people lived in Eurasia.

CF produced the F (F-M89) haplogroup - approx. 60,000 BC. This people lived in South Asia.

F produced the GHIJK haplogroup - approx. 56,000 BC. These people lived in Asia.

GHIJK generated HIJK haplogroup - approx. 53,000 years ago. This people lived in Asia.

HIJK produced IJK haplogroup - approx. 50,000 BC. this people lived in Asia.

IJK produced K (K-M9) haplogroup - approx. 48.000 BC. ​​this people lived in Asia.

K produced the K2 haplogroup - approx. 46,000 BC. this people lived in Southeast Asia.

K2 generated K2b haplogroup - approx. 38,000 BC. This people lived in Southeast Asia or South Asia.

K2b generated P haplogroup - approx. 33,000 BC. this people lived in Southeast Asia.

P produced Q haplogroup - approx. 25,000 BC, the territory of this offspring was originally only Central Asia and Siberia, and subsequently moved to the American continent and formed the American " Indians ", which numbered 112 million in pre-Columbian America. Up to 80% of them carried exactly the Q haplogroup.
2019, 3 აგვისტო, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2