კინო "რატომაც არა?"-მონიკა ბელუჩი პლასტიკურ ქირურგიაზე და წარსულ ცხოვრებაზე 2019, 29 ივლისი, 13:14 ![]() 54 წლის მონიკა ბელუჩიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა Madame Figaro-ს, სადაც მსახიობი საუბრობს მეგობარ მამაკაცთან დაშორებაზე, ბავშვობის წლებზე და აგრეთვე პლასტიკურ ქირურგიაზე. ჟურნალისტთან საუბარში მსახიობმა გაიხსენა ვენსან კასელთან გაყრის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ დაშორების ინიციატორი თვითონ იყო, ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა. "მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც ვინმეს შორდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აღარ გიყვარს, ეს ნსნავს იმას, რომ თქვენ ამის შემდეგ ერთად აღარ იქნებით"-აღნიშნა ბელუჩიმ. ვანსენ კასელთან ქორწინებაში მსახიობს გაუჩნდა ორი ქალიშვილი-დევა და ლეონი, 15 წლის დევა კასელი უკვე სამოდელო ბიზნესშია, ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი Dolce & Gabbana-სთან, ინტერვიუში მონიკამ აღწერა საკუთარი თავი იმ ასაკში, რომელშიც ახლა მისი ქალიშვილია. ![]() ამის გარდა მონიკა სკოლის პერიოდში ექსეპირემენტებს ატარებდა საკუთარ თავზე-იკეთებდა სხვადასხვა სახის მაკიაჟს და მანიკურს, დადიოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მართალია მასწავლებლებს ეს არ მოეწონათ და გოგონა აიძულეს მოეშორებინა მაკიაჟი და ნორმალურ მოწაფესავით ჩაეცვა, სამაგიეროდ მხარი დაუჭირა ბებიამ-ის კმაყოფილი იყო, რომ გოგონა ცდილობდა ქალური იერი ჰქონოდა. ![]() "ასაკი სხვა როლებს ამჟღავნებს, ნაოჭები და მუქი ლაქები-ესენი ნებას გაძლევს ეკრანზე ახალ ამპლუაში წარდგე.ერთხელ მოვისმინე ფრაზა, რომელიც ჩემი დევიზი გახდა:"ყველას აქვს რაიმე მიზეზი", ადამიანებს, რომლებიც მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, არ განვსჯი, ისიც არ ვიცი ოდესმე დავიჭიმავ თუ არა სახეს, ხანდახან ვხედავ მსგავსი პროცედურების შესანიშნავ შედეგებს და ვფიქრობ: რატომაც არა?" ![]() მონიკამ ასევე ისაუბრა ამერიკულ კინოინდუსტრიაში გავრცელებულ სექსუალურ შევიწროვებაზე: "მე გამიმართლდა, ცხოვრებამ გადამარჩინა.მაგრამ ეს ნამდვილად საშინელი სიტუაციაა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს, ამავე დროს ჩვენ არ უნდა ვამყოფოთ ქალები მსხვერპლის მდგომარეობაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალსაც შეუძლია თავი დაიცვას." ![]() 394 7-ს მოსწონს
|