x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედასავით ლამაზია-მონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი პირველად გამოჩნდა პოდიუმზე
image


54 წლის მონიკა ბელუჩის და 52 წლის ვენსან კასელის ქალიშვილი, 14 წლის დევა კასელი ნამდვილი მზეთუნახავი დადგა, გოგონას დედის გენებისგან ერგო ის სილამაზე და მომხიბვლელობა, რითაც მონიკა ბელუჩის ვიცნობთ: ხშირი შავი თმა, შავი თვალები და სისხლისფერი ტუჩები.


გასულ უქმეებზე მოზარდი გოგონა მილანში Dolce&Gabbana -ს მამაკაცთა კოლექციიის მოდის კვირეულზე გამოვიდა, დევა კასელს ეცვა შავი ჟაკეტი და შავი შარვალი, რომელიც კომბინირებული იყო წითელ ბლუზთან, შავ ხელის ჩანთასთან და შავ ქოშებთან

image



ეს იყო დევას დებიუტი Dolce&Gabbana-ში, ორიოდე თვის წინ გოგონამ იტალიის პატარა თვალწარმტაც ქალაქ როველოში პირველი ფოტოსესია გამართა.დედა, რომელიც დიდი ხანია Dolce&Gabbana -ს პარფიუმის სახეა, როგორც ჩანს ღირსეულ შემცვლელს ამზადებს ქალიშვილის სახით.

image


მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი 14 წელი ცხოვრობდნენ ერთად, წყვილი 2013 წელს დაშორდა ერთმანეთს, ამჟამად მონიკას ახალი რომანი აქვს, იგი ხვდება 36 წლის ფრანგ მხატვარს ნიკოლას ლეფევრს.




0
103
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0