x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი იყო პირველი სილამაზის კონკურსი საბჭოთა კავშირში და საბჭოთა საქართველოში და ვინ იყვნენ გამარჯვებულები
image

ბევრი თანამედროვე ლამაზმანი პლასტიკური ქირურგიით, ათასგვარი პროცედურებით ან ზოგჯერ კი უბრალოდ ფოტოშოპის დახმარებით „ილამაზებს თავს“. თუმცა, ადრე ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, მაშინ არც პლასტიკა და არც ფოტოშოპები არსებობდა და ყველაფერი მხოლოდ რეალური იყო.


სულ ახლახან ინტერნეტში გავრცელდა დამცინავი და უკმაყოფილო კომენტარები „მისის რუსეთი 2023“-ის კონკურსის გამარჯვებულის, ნატალია ოსკარის მიმართ. რეალურ ცხოვრებაში ქალი სულაც არ იყო ისეთი ლამაზი, როგორც სოციალური ქსელების გვერდებზე. მას ბრალი დასდეს ფოტოშოპის გადამეტებულ გამოყენებაში, მოტყუებასა და ქარიზმის ნაკლებობაში. მსოფლიო ქსელის ეპოქაში, ფაქტობრივად, ნებისმიერ გოგონას შეუძლია გადაიქციოს თავი წარმოუდგენელ ლამაზად.


რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის დროს გოგონებს ასეთი ფუფუნება არ ჰქონდათ. ამიტომ მხოლოდ ნამდვილ ლამაზმანებს შეეძლოთ კონკურსების მოგება.



მაშა კალინინა-1988 წლის გამარჯვებული

სსრკ-ში პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა 1988 წელს და ჩატარდა დედაქალაქში და შესაბამისად ეწოდა - "მოსკოვის ლამაზმანი- 88". ამ მოვლენამ მრავალი ადამიანი შოკში ჩააგდო.


პირველად შეფასდა არა გოგონების მიერ საჭმლის მოზმადების და ცეცხლმოკიდებულ ქოხებში შესვლის უნარი, არამედ მათი გარეგანული მონაცემები. ასეთი ქმედება მიიჩნიეს უზნეოდ და დიდი ქვეყნისთვის უღირსად. თუმცა შეჯიბრი მაინც შედგა. და 4000 ლამაზმანიდან, რომლებმაც გაიარეს ქასთინგი და მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, გაიმარჯვა 17 წლის სკოლის მოსწავლემ მაშა კალინინამ. გოგონას სიმაღლე იყო 176 სმ, მკერდი 88სმ, წელი კი 62სმ . ეს არის ქალის სილამაზის პარამეტრები, რომელიც 1988 წელს გახდა სსრკ-ში სილამაზის ეტალონი.


შეჯიბრის შემდეგ მაშას მიმაღტ ბულინგი დაიწყო. მას უარი უთხრეს უცხო ენების ინსტიტუტში მიღებაზე, გააკრიტიკეს პარტიულ გაზეთებში. გოგონას ქუჩაში ხვდებოდნენ და ბინძური გამონათქვამებით და შეურაცხმყოფელი სიტყვების ნაკადით აცილებდნენ.


ერთი წლის შემდეგ, სსრკ-ს პირველმა ლამაზმანმა დატოვა ქვეყანა, გაემგზავრა ამერიკაში, სადაც მუშაობდა მოდელად და მსახიობად. და ასევე გაიცნო მისი მომავალი ქმარი, ასევე საბჭოთა ემიგრანტი.

image


იულია სუხანოვა-"მის სსრკ-1989"

მეორე კონკურსი უკვე პირველზე მასშატაბური იყო და მხოლოდ მოსკოვით არ შემოიფარგლებოდა, არამედ მთელ კავშირს მოიცავდა. ორგანიზატორი იყო ახალგაზრდა პროდიუსერი იური კუშნერევი, დახმარებისთვის მან მიმართა სამოდელო სააგენტოებს, რომლებიც მაშინიბადებოდნენ. იდეალური პარამეტრები შესთავაზეს ამერიკელებმა - 90-60-90. კონკურსანტები შეირჩა მთელი ქვეყნიდან. და ბოლოს, მაისში, ღონისძიება შედგა. წამყვანი იყო ალექსანდრე მასლიაკოვი. გამარჯვებული იულია სუხანოვა გახდა. გოგონა შემდეგ მე-10 კლასში სწავლობდა და, მაშა კალინინას მსგავსად, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. საინტერესოა, რომ ლამაზმანმა წინა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პირველ ეტაპს ვერ გასცდა. ამის შემდეგ მან ასევე გაიმეორა მისი წინამორბედის ბედი და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მუშაობდა მოდელად, იღებდნენ რეკლამებში და იწვევდნენ თოქ-შოუებში. ახლა იულია ბიზნესშია ჩართულია, მაგრამ მან ოჯახი არ შეუქმნა, მიუხედავად თაყვანისმცემლების დიდი რაოდენობისა.

image



მარია კეჟა-" მის სსრკ 1990"


მომდევნო წელს სსრკ-ში ჩატარდა სილამაზის მესამე კონკურსია. გამარჯვებული ისევ 17 წლის ლამაზმანი - მარია კეჟა გახდა. მაშა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ბელორუსში, სწავლობდა ბალეტს და გახდა "მის ვიტებსკის" ტიტულის მფლობელიც. 1989 წელს კი - "მის ბელორუსია". უბრალოდ, მას მოდელის კარიერა დიდად არ იტაცებდა. გოგონა ძალიან მოკრძალებული და მორცხვი იყო. ის კონკურსზე წავიდა მშობლების თხოვნით, რაც მისთვის ნამდვილი წამება იყო. თუმცა, გამარჯვების შემდეგ, მაშას ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. თანდათან ეჩვევა დიდებას, შოუებსა და გადაღებებს, მიდის ევროპასა და აშშ-ში და ხვდება კიდეც დონალდ ტრამპს.


საბოლოოდ „მის სსრკ“-მ საფრანგეთში დაიწყო მუშაობა, მაგრამ 1994 წელს მძიმე ავარიაში მოჰყვა, ის გადარჩა, მაგრამ სახე ძლიერ დაზიანდა, ამიტომ სამოდელო კარიერას დაემშვიდობა. მაგრამ მარია სულით არ დაეცა, იგი დაინტერესდა დიზაინით და გახსნა Masha Keja-ს ბუტიკი, რომელიც ყიდის საკუთარი ბრენდის ჩანთებსა და აქსესუარებს.

image


ილმირა შამსუტდინოვა - "მის სსრკ 1991"-ის უკანასკნელი გამარჯვებული

1991 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარდა სილამაზის უკანასკნელი კონკურსი. „მის სსრკ“ გახდა ილმირა შამსუტდინოვა, რომელიც იმ დროს მხოლოდ 15 წლის იყო. სარატოველ გოგონას დედამისი დაეხმარა სამოდელო კარიერაში, ის იყო რიტმული ტანვარჯიშის მწვრთნელი, მოგვიანებით კი სამოდელო სააგენტო გახსნა, ამიტომ არა მხოლოდ მისი ქალიშვილი, არამედ მომავალში მრავალი სხვა ლამაზმანიც მადლიერი იყო მისი.

ილმირა 14 წლიდან მონაწილეობდა რამდენიმე საქალაქო და რეგიონალურ კონკურსში, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყნის მთავარი სილამაზის კონკურსი მოიგო. ეს მისთვის შესანიშნავი დასაწყისი იყო. შამსუტდინოვა მოდელად მუშაობდა იტალიაში, თამაშობდა რუსი მუსიკოსების კლიპებში და 1998 წელს იგი გათხოვდა ბიზნესმენ ალექსანდრე ზაბოლოტნევზე და შეეძინა სამი შვილი: ორი ქალიშვილი და ვაჟი. მოდელი ახლაც შესანიშნავად გამოიყურება და ზოგჯერ სარეკლამო რგოლებშიც ჩნდება.

image



ნუცა კაციტაძე-"მის თბილისი-1985"

თბილისში კომკავშირის თაოსნობით პირველი სილამაზის კონკურსი "მოსკოვი 1988 წლის" კონკურსამდე გაცილებით ადრე "მის თბილისი" 1984 წელს ჩატარდა, გამარჯვებული გახდა ეკა აბაშიძე.(საწუხაროდ ფოტო არ იძებნება, შემდეგი "მის თბილისი 1985" გახდა ნუცა კაციტაძე.


მსა­ხი­ო­ბი ნუკა კა­ცი­ტა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 80-იან წლებ­ში გა­იც­ნო. როცა ტიმ სე­ვე­რინ­მა და მის­მა მე­გობ­რებ­მა არ­გო­ნავ­ტუ­ლი გემი აა­შე­ნეს და ზუს­ტად ის გზა გა­მო­ი­ა­რეს, რო­მე­ლიც - არ­გო­ნავ­ტებ­მა. ტიმ სე­ვე­რინს ფოთ­ში დახ­ვედ­რა მო­უ­წყვეს, სა­დაც მე­დე­ას როლ­ში ნუკა კა­ცი­ტა­ძე იყო. "ბი ბი სის" ობი­ექ­ტივ­ში მა­შინ პირ­ვე­ლად მოხ­ვდა, სა­ქარ­თვე­ლო და ნუკა კა­ცი­ტა­ძეც არა­ვის დარ­ჩე­ნია შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. შემ­დეგ იყო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, ნუკა კა­ცი­ტა­ძე გახ­მა­უ­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში შემ­თხვე­ვით ხვდე­ბო­და.

ნუკა კა­ცი­ტა­ძე გახ­და 1985 წელს პირ­ვე­ლი "მის თბი­ლი­სი", რო­მე­ლიც ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის ჩა­ტარ­და. მას კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეთერ გუ­გუშ­ვილ­მა შეს­თა­ვა­ზა. არც სა­მო­სი ჰქონ­და, არც სა­თა­ნა­დოდ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი თეთ­რი კა­ბით ნუკა კა­ცი­ტა­ძე თბი­ლი­სის პირ­ველ გო­გოდ აღი­ა­რეს. მას­ზე თით­ქმის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა ცდი­ლობ­და მისი გუ­ლის მო­გე­ბას. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა 21 წლის ასაკ­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და­უ­კავ­ში­რა, მას­თან ერ­თად 13 წელი იცხოვ­რა მოს­კოვ­ში, თუმ­ცა შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლი გაქ­რა და სა­ცხოვ­რებ­ლად შვი­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ნუკა კა­ცი­ტა­ძეს იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ ფილ­მებ­ში და თე­ატ­რშიც აღარ თა­მა­შობს, თუმ­ცა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნის ტი­ტულს დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს.

image

1
523
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
523
  
2023, 23 ივნისი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1