x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ეს კალაძის ბოტასი, ელვადაკრული თხის მსგავსი დეპუტატი" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
image„ლეიბორისტული პარტიის“ლიდერი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას სოცუალური ქსელით უპირისპირდება, რომელმაც განაცხადა, რომ მომხრეა შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილების შეუწყდეს:


"ხელისუფლებიდან ყველაზე დუჟმომდგარი ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ეს კალაძის ბოტასი, ელვადაკრული თხის მსგავსი დეპუტატი ზარქუა ღაღადებს. აი სად მივედით.ზარქუები წყვეტენ ქვეყნის ბედს. ზარქუა-- კალაძეს მაინც არ ეშველება ჩემი ყოფნა არ ყოფნით.ისიც ციხით დაასრულებს ავტო--პოლიტიკას."-წერს ნათელაშვილი.


როგორც ცნობილია, პარლამენტის არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტა. შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მისვლას მომავალ კვირაში აპირებდა, თუმცა კორონავირუსი დაუდასტურდა და ამიტომ პირველ სასესიო სხდომას გააცდენს, ამჯერად უკვე საპატიო მიზეზით, არა და


სწორედ დღეიდან მთელი სასესიო კვირის მანძილზე გეგმავენ კანონმდებლები სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას, რომელთა შორის შალვა ნათელაშვილიც არის.


„ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. შალვა ნათელაშვილი ამდენი წლის განმავლობაში პარლამენტში არშემოსვლით პარლამენტს და პარლამენტარიზმს აბუჩად იგდებდა და ახლაც უნდა, თავისი შემოსვლით, იგივე გააკეთოს. ბუნებრივია, ამას გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინებთ. ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კი, გაცილებით სხვაა სიტუაციაა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მისაღები და ვიმსჯელებთ, ვის შეუწყდება და ვის არა უფლებამოსილება”, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.


0
1418
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0