საქართველო მიხეილ სააკაშვილი:ბორია ხიხო შენ გგონია ეს ყველაფერი გაგივა? 2019, 28 ივლისი, 23:16 საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე, ბიძინა ივანიშვილზე და მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს წარმატებულ ეკონომიკაზე: " მეტი რაღა ქნან...ჩამოშალეს ბოლომდე ეკონომიკა, იძახიან მიტინგების გამოო… ჩემ დროს რუსეთის დავალებით რამდენ მიტინგებს გვიწყობდნენ, რა უბედურებები არ ხდებოდა და ეკონომიკა, 400%-ით გაიზარდა ერთიანი ეროვნული პროდუქტი, ხოლო ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 12-ჯერ. ვალუტის კურსი იყო ორჯერ უფრო მეტი მყარი, ვიდრე დღეს. ომის შემდეგ გამყარდა, რუსეთის შემოჭრის შემდეგ გამყარდა ვალუტის კურსი. მე უბრალოდ გახსენებთ ფაქტებს. ჩემ დროს ცხრიდან 8 წელიწადი იყო პოზიტიური ბალანსი. მეტი ხალხი ბრუნდებოდა ქვეყანაში ვიდრე, მიდიოდა, ამიტომ ვინც ტოლობას აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ეს არის ივანიშვილის მოკავშირე და იდიოტი" – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში. შემდეგ სააკაშვილი დასძენს: "მინდა გითხრათ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და მე ყოველთვის რთული ურთიერთობა გვქონდა, ყოველთვის. ძალიან დიდი ხანია, ის ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად გამოიყენეს, მისი პირადი განწყობების გამო, მაგრამ ახლა ის არის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლი და აქამდე, ამ პერიოდის განმავლობაში ძალინ ვაჟკაცურად მოიქცა. ეს ძალიან დასაფასებელი. ახლა ლორთქიფანიძეს რომ დაიჭერ, ეს ნიშნავს რომ თავზე ხელი აიღე, ისევე როგორც აჭარაში ბაგრატიონის დაჭერა სცადეს, უზენაესი საბჭოს წევრი, ძალიან კარგი სოლიდური ადამიანის და.... ბორია, ხიხო, შენ გგონია რომ ეს ყველაფერი გაგივა? მოემზადე, მაგრამ ჩემოდნები რაც არ უნდა ჩაალაგო, მაგ ჩემოდნებს დაგატოვებინებ და არც ქართველი ხალხი გაგიშვებს ქვეყნიდან, ასლანი გავუშვით, შენ ასლანის გზას ადგახარ, ისე ძალიან გავხარ გარეგნულადაც, მანერებითაც ასალან აბაშიძეს, რომ ესე კარგად ვერ დაასრულებ, თუ ახლავე არ შეწყვეტ ახლა, რასაც აკეთებ “-ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 118 4-ს მოსწონს
|