x
image
რუსუდან ნადირაშვილი
დირექტორები და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი „იმედშიც“ შეცვალეს

image


რუსთავი2-ზე განხორციელებული ცვლილებების პარალელურად ხელმძღვანელობა შეიცვალა კიდევ ერთ პოპულარულ ქართულ ტელეარხზე. გასული კვირიდან შეცვლილია გენერალური დირექტორი, აღმასწრულებელი დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი.


საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საკვირაო ტელეჟურნალის რეპორტიორი, ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა „იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.


გიორგი ცხვიტავა ინფორმაციას თავადაც ადასტურებს. მისი თქმით, ის ამ პოსტზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. როგორც მან გვითხრა, ამ დროისთვის, ჰოლდინგის სტრუქტურულ ცვლილებებზე მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გიორგი ცხვიტავას თქმით, საკადრო ცვლილებები არხზე არ იგეგმება.




შეგახსენებთ, რომ მაისში ტელეკომპანიაიმედის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.


ორი კვირაა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, ამის შე­სა­ხებ ნანა ლეჟა­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" დღეს და­წე­რა:


"და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ან­თა სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: უკვე ორი კვი­რაა არც ფორ­მა­ლუ­რად ვარ "ქრო­ნი­კა­ში" და არც არა­ფორ­მა­ლუ­რად. თუმ­ცა, ვრჩე­ბი "იმედ­ში". მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის."


"ყვე­ლა გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას თა­ვის ად­გი­ლას. ვმუ­შა­ობთ სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რა­ზე. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. სამი დღეა, რაც "იმედ­ში" მო­ვე­დი. იქამ­დე, გარ­კვე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა პი­რა­დად გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­გან მი­ვი­ღე" - გა­ნა­ცხა­და ცხვი­ტა­ვამ.


0
182
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0