ქალი და მამაკაცი 10 რამ ქალის შესახებ, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს 2019, 31 ივლისი, 9:00 I. არ არსებობენ ქალები და მამაკაცები, არსებობენ პიროვნებები და არსებობენ — პლანქტონები. II. მამაკაცის ბუნებაში — მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულია. ქალის პრეროგატივა კი — საკუთარ თავზე მეტად, სხვა ადამიანის შეყვარებაა. ამის მიზეზი ის არის, რომ ქალი სხვა ადამიანს აძლევს სიცოცხლეს და სწორედ ეს არის სქესთა შორის განსხვავების და წინააღმდეგობის მიზეზი. III. ხან ისეც ხდება, რომ ქალს შიში იპყრობს. მაშინ მამაკაცი ისე უნდა მოიქცეს, როგორც მშობლები ექცევიან ბავშვს, მსგავს სიტუაციაში: უნდა გამოიჩინოს მზრუნველობა და მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. IV. ქალისთვის მამაკაცის ქმედებისთვის მზაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საქციელი. V. ქალის კეთილგანწყობას მამაკაცისადმი იმაზე მეტად არაფერი აძლიერებს, როგორც მისი ბავშვებთან ურთიერთობის ცოდნა. VI. ჭკვიან მამაკაცს სასაცილო სიტუაციაში მოხვედრის არ უნდა ეშინოდეს. საკუთარ თავზე სიცილის უნარი, ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე მეტყველებს. ქალებს კი, სწორედ ასეთი მამაკაცები მოსწონთ. VII. ისლამურ სამყაროში ქალს არანაირი უფლება არა გააჩნიათ, დასავლეთში – ყველაფრის უფლება აქვთ და სრულიად დამოუკიდებლები არიან. იქ სისუსტეზე მინიშნებასაც კი ვერ იტანენ. ხოლო ჩვენთან, – სუსტი სქესის წარმომადგენლები სადღაც შუაში არიან: ერთის მხრივ, – დამოუკიდებლები... თუმცა, არც დახმარებაზე ამბობენ უარს. VIII. ყველაზე საწყენი ქალისთვის, ტირილის დროს, მამაკაცის გულგრილობაა. კაცს უნდა ესმოდეს, რომ ქალის ცრემლი ხრიკი კი არ — კატაკლიზმია, მსოფლიო დონის კატასტროფა, რომლის დროს, ყველა ვულკანი იღვიძებს, მდინარეები ნაპირებიდან გადმდიან... და რამენაირად, ამ ყველაფრის შეჩერებაა საჭირო. IX. არ შეიძლება ქალის გაკიცხვა, არალოგიკური მოქმედებების გამო. არც მათი გაგებაა საჭირო. სავსებით საკმარისი იქნება, თუ მათით, უბრალოდ, აღფრთოვანდებით. X. ილუზია — უდიდესი რამ არის, მარტო კინოში კი არა, – ცხოვრებაშიც. ხოლო, სიყვარული, ამ ილუზიური სამყაროს შექმნისთვის გაწეული შრომაა. 966 2-ს მოსწონს
|