x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის: გაიგეთ რომელი დედოფალი ხართ (დაბადები თვის მიხედვით)

როგორც ამბობენ, ყველა ქალი დედოფალია და რაზეც ოცნებობს, ყველაფერს იმსახურებს! ასე, რომ, ქალბატონებო, გვირგვინები გაისწორეთ და «დედოფლების მეჯლისს» ეწვიეთ. გთავაზობთ იმაში გარკვევას, თუ რომელი დედოფალი ბრძანდებით, დაბადების თვის მიხედვით.


image


იანვარი – მოთმინების და გამძლეობის დედოფალი


ეს დედოფლები ბედის უკუღმართობას თავაწეულები ხვდებიან. ჩვეულებრივ, ისინი საკუთარ გასაჭირზე არასდროს წუწუნებენ და უფრო მეტიც, მზად არიან სხვისი პრობლემები მოისმინონ და კარგი რჩევებიც მისცენ.

ამ დედოფალს დიდი ხნის მანძილზე შეუძლია მოთმინება, მაგრამ მოთმინების ფიალა თუ აევსო, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ღალატს ეხება.

imageთებერვალი – სიჯიუტის დედოფალი


ეს დედოფლები ძალიან ჯიუტები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და ამაყები არიან. მათ არასდროს ეშინიათ სირთულეების, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ლიდერებად არიან დაბადებულები. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცთ. ძალიან უყვართ ბავშვები.

imageმარტი – ეტიკეტის დედოფალი


ასეთი დედოფლები ძალიან მგრძნობიარენი, დაუცველები, ნაზები და მოკრძალებულები არიან. ხან ჯიუტობენ კიდევაც, მაგრამ ეს მდგომარეობაც კი ამშვენებთ. დაბადებიდანვე აქვს სტილის გრძნობა. ამ დედოფლებს ყოველთვის იზიდავენ ჭეშმარიტი მეფეები, რომლებიც მზად არიან დაიცვან ყველანაირი საფრთხისგან, მთელი ცხოვრების მანძილზე.

imageაპრილი – მეამბოხე დედოფალი


საქმე იმაში კი არ არის, რომ მათ წესების დარღვევა უყვართ, არამედ იმაში – რომ ამ დედოფლებს საკუთარი წესები აქვთ. გაბედული, გულწრფელები და საკუთარ თავში დარწმუნებულები, წარმოუდგენელი ქალური მიმზიდველობის მფლობელები არიან. სადაც არ უნდა მოხვდნენ ისინი, ყველგან საკუთარ წესებს აწესებენ და მამამაკაცებს პირველსავე ნახვით ხიბლავენ.

imageმაისი – ომების დედოფალი


საკვირველია, რომ ეს სასიამოვნო ქალბატონები, სულში – ნამდვილი მეომრები არიან – სასტიკები და სამართლიანები. ომების დედოფლები, საკუთარ თავში, ერთმანეთს შეუთავსებელს უთავსებენ – ერთის მხრივ, ისინი დიასახლისობისთვის არიან დაბადებულები, ხოლო მეორეს მხრივ – მათ გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა და ნებისყოფა, ნამდვილად რომ შეშაშურია. ხშირად, ძალიან კარგად ეწყობიან ცხოვრებაში.

imageივნისი – წინასწარმეტყველების დედოფალი


ისინი კარგად ერკვევიან ადამიანებში, არ უყვართ კომფლიქტები და ძალიან კეთილი ადამიანები არიან. უნდა აღინიშნოს, რომ მათ კარგად აქვთ განვითარებული მეექვსე გრძნობა და წინასწარ იციან მოსალოდნელი ამბების შესახებ. თუმცა, ახალგაზრდა ასაკში, ნაკლებად ენდობიან ინტუიციას.

imageივლისი – მამაკაცების გულების დედოფალი


ბავშვობაში ძალიან ლამაზი გოგონები არიან, მაგრამ მათთვის სილამაზე არასდროს არის პირველ ადგილზე… თუმცა, ასე არ ფიქრობენ ირგვლივ მყოფები. კაცები ჭკუას კარგავენ მათზე, მაგრამ თავად მხოლოდ იმ ქათინაურებს აქცევს ყურადღებას, რომლის ავტორიც მოსწონთ.

imageაგვისტო – დედოფლების დედოფალი


ეს დედოფლები ლიდერებად არიან დაბადებულები, შეუძლიათ ხალხის აყოლიება და მართვა. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში ბევრს აღწევენ. მაგრამ, მათთვის სახლი და ოჯახი ყველაზე მთავარია. ისინი ძალიან პატიოსანი და წესიერი ადამიანები არიან, რითაც ირგვლივ მყოფები ხშირად სარგებლობენ.

imageსექტემბერი – ჯადოქრობის დედოფალი


ამ დედოფლებს შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათები ჰქონდეთ, მაგრამ ერთი რამ მაინც აერთიანებთ და ეს გარეგანი მოწესრიგებულობა არის. ამ მხრივ, ისინი პედანტურებიც კი არიან, ყოველთვის კარგად გამოიყურებიან და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უბადლო მზარეულები არიანა.

imageოქტომბერი – გრძნობების დედოფალი


ეს დედოფლები გრძნობებით ცხოვრობენ. თუმცა, გარეგნულად, შეიძლება, ცივებად გამოიყურებოდნენ… მაგრამ, მათში ერთდროულად ყინული და ცეცხლი ერთიანდება. საბედისწერო ქალბატონებს შეუძლიათ, მხოლოდ ერთი შეხედვით, ნებისმიერი მამაკაცი დაატყვევონ. ამასთან, თავი ყოველთვის ისე უჭირავთ, თითქოს უბრალო და გულუპრყვილო ადამიანები არიან.

imageნოემბერი – გრძნეულების დედოფალი


ამ დედოფლებს ნამდვილი სიყვარული შეუძლიათ. არიან ვნებიანები, ძალიან ქარიზმატულები, კარგად ერკვევიან ფსიქოლოგიაში და სხვების განზრახვებს წინასწარ ხვდებიან. მათ მართლაც შეუძლიათ ჯადოსნობა და ხშირად, წინასწარმეტყველურ სიზმრებსაც ხედავენ.

imageდეკემბერი – მოგზაურობის დედოფალი


მაშინაც კი, თუ ეს დედოფლები, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთ ადგილზე ცხოვრობენ – მაინც მოგზაურებად რჩებიან. გარეგნულად სამაგალითო მეუღლეები, გამუდმებით რაღაცაზე ოცნებობენ… და ხშირ შემთხვევაში, ეს ოცნებები უსრულდებათ კიდეც.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* მნიშვნელოვანი პერიოდები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

* 3 რეჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს, აღმოსავლელი ბრძენისგან!
* ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
* რას არ გააკეთებენ არასდროს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
* ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ნომინაციები გაანაწილეს. ყველაზე: ძლიერი, სექსუალური, ვერაგი, ერთგული, კეთილი...
* უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის
* მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი თუ მეტალი – თქვენ რომელი ხართ? გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე

3
6865
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6865
  
2017, 21 აგვისტო, 20:10
სექტემბერი :დ
2017, 21 აგვისტო, 16:38
აპრილი :)
0 1 3