x
image
Yoona
Mediator image
ჩემთვის შენი ნაკლი მნიშვნელოვანი არაა, ჩემთვის შენი გული მნიშვნელოვანია
შენი ნაკლი ან შიში ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. შენი წარსული ან კომპლექსები ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. არ მაინტერესებს, ცხოვრებაში უკვე გარკვეული ხარ, თუ ჯერ კიდევ გეგმაზე ფიქრობ. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, შენი გულია.


image

ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ სხვებს ყურადღებას როგორ აქცევ. როგორი რეაქცია გაქვს, როცა ხედავ, რომ ვიღაცას სტკივა და დახმარება სჭირდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ მეგობრებთან როგორ იქცევი და მათ პოტენციალის განვითარებაში ხელს როგორ უწყობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენი გული კეთილი და მგრძნობიარე თუა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენ კარგი ადამიანი ხარ, თუ უბრალოდ თვალთმაქცობ, როცა სხვები გიყურებენ.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ იდეალური არ ხართ. არ მაინტერესებს, საკუთარ თავზე მუშაობ თუ არა, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვე თუ არა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ჩემთან და ჩემს მეგობრებთან როგორ იქცევი. მაინტერესებს, თუ რთულ სიტუაციებში ჩემ მიმართ რამდენად ნაზი იქნებით. ჩემ ნათქვამს მოისმენ თუ არა, ჩემ გაგებას შეეცდები თუ არა. მნიშვნელოვანია, რომ შენი პრიორიტეტი ვიყო და ჩემზე იზრუნო.


არ მჭირდება ის, ვინც შეცდომებს არ უშვებს, ვინც არასდროს ნანობს. სრულყოფილება - უბრალოდ მითია, ამიტომ ვეძებ მას, ვინც საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობას აიღებს. ვინც სწორად მოიქცევა მაშინაც კი, როცა შეცდომას დაუშვებს. ვინც თავს საშინლად გრძნობს, როცა სხვას ტკივილს აყენებს. ვინც შეცდომებს აღიარებს და გადაწყვეტილების მეთოდს მოძებნას ცდილობს.

არ მჭირდება ის, ვინც უკვე ყველაფერი შეისწავლა, რაც კი შეიძლებოდა. ვინც უკვე მიხვდა, თუ ამ სამყაროში რა სურს. მჭირდება ის, ვინც ყველაფერს გულით აკეთებს და სურს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს.

არ შემიძლია ვიყო მასთან, ვინც საკუთარ თავს ყოველთვის პირველ ადგილას აყენებს, ვისაც სხვების მიმართ გრძნობების გამოხატვა აშინებს და ემოციებს მალავს, რომ უფრო „ძლიერი“ გამოჩნდეს. მჭირდება ის, ვისაც დაუცველობა არ აშინებს, ვინც მეტყვის, თუ მის თავში რა ხდება და ვისაც ესმის, თუ ემოციების გაზიარება რამდენად მნიშვნელოვანია.

მჭირდება ვიღაც გულახდილი და გულწრფელი. ვისაც ესმის, რომ სიყვარული წყევლა კი არა, კურთხევაა. ეს მშვენიერია.

იქნება ეს მეგობრობა თუ სასიყვარულო ურთიერთობა, შენი ნაკლი ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. მე მხოლოდ შენი გულის ფორმა და ზომა მაინტერესებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

image

10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა

image

10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია

image

რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

image

ალფა ქალის 5 მაგალითი, რომლებზე ყველა მამაკაცი ოცნებობს

image

დაივიწყეთ კომპლექსები! 3 ქალური „ნაკლი“, რომლებიც მამაკაცებს ჭკუიდან გადაჰყავს

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
90