ქალი და მამაკაცი რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება 2019, 15 თებერვალი, 11:24 პატივისცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა „გთხოვთ“ და „მადლობა“. ეს უფრო მეტია, ვიდრე მაგიდასთან კარგი მანერები და ოფიციანტებთან თავაზიანად საუბარი.
პატივისცემაა დღესასწაულზე დედისთვის ყვავილების მირთმევა. ეს სახლში გაცილების შეთავაზებაა, როცა ადამიანი ხედავს, რომ დაღლილი ხართ. ეს დარეკვა და არა მოწერაა, როცა მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი არის საჭირო. პატივისცემაა, როცა მეუღლე გწერთ, როცა იცის, რომ მოსვლა დააგვიანდება და ამისთვის თქვენ არ ინერვიულოთ. ეს ინფორმირებაა, რადგან თქვენ მისი ცხოვრების ნაწილი ხართ და იმსახურებთ იმის ცოდნას, თუ რა ხდება. პატივისცემა ისაა, როცა კამათის დროს პარტნიორი თქვენს აზრს ითვალისწინებს მაშინაც კი, თუ არ ეთანხმება. ეს საშუალების ქონაა, გამოხატოთ თქვენი აზრი, იმის ნაცვლად, რომ ყვირილი დაიწყოს და გითხრათ, რომ არასწორი ხართ. ეს დაპირება და კომპრომისია. პატივისცემა კამათში მკაცრი სიტყვების თქმისგან თავშეკავებაა. ეს ნიშნავს თქვენთან ადამიანურად მოპყრობას სიტუაციის მიუხედავად. პატივისცემაა იმის აღიარება, რომ სექსის განწყობაზე არ ხართ და ამის გამო დანაშაული არ გაგრძნობინოთ. თუ არსებობს რაღაც, რაც თქვენ თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებთ, მაშინ ამის გაკეთება არ უნდა გაიძულოთ. ეს ნიშნავს მოსმენას, როცა შენ ამბობ „შეჩერდი“ და იმწამსვე ჩერდებიან. პატივისცემა ნიშნავს, თქვენ მიმართ გულწრფელი იყოს, მაშინაც კი როცა სიმართლე მწარეა. ეს მომხდარზე საუბარია მაშინაც კი, თუ თქვენ მოსმენილი არ მოგეწონებათ. პატივისცემა თანასწორულად საუბარია და არ აქვს მნიშვნელობა, ჯინსები გეცმევათ თუ კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ეს იმის გაცნობიერებაა, რომ ქალი არა გარეგნობით ან ტანსაცმლით, არამედ მისი პიროვნებით განისაზღვრება. პატივისცემაა მეგობრებისთვის თქვენი, როგორც მისი შეყვარებულის გაცნობა. ეს თქვენი დაცვაა, როცა მისი დედა თქვენი მისამართით უხეშ კომენტარებს ამბობს. ეს წვრილმანების გაკეთებაა, რომლებიც ძალიან ბევრს ნიშნავს. პატივისცემა ნებისმიერ სიტუაციაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიყვარული. თუ ის შეურაცხყოფას გაყენებთ, ყოველღამე გატირებთ და გღალატობთ, ის პატივს არ გცემთ. თუ ის პატივს არ გცემთ, თქვენი ღირსი არაა. ასევე დაგაინტერესებთ: მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა 10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე 20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე იცით, როგორი უნდა იყოს იდეალური ასაკობრივი სხვაობა მყარი ურთიერთობისთვის? ლოგიკური ამოცანა: რომელ სურათზეა ყველაზე ბედნიერი ოჯახი? აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ “მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს 6 მომენტი საქორწილო ფოტოზე, რომლებიც სწრაფ განქორწინებას წინასწარმეტყველებს თვალის ფერი გიამბობთ, თუ როგორი პარტნიორი გჭირდებათ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1459 1-ს მოსწონს
|