x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
განქორწინებული მამაკაცის 5 გულწრფელი აღიარება

image


ცნობილი ბიზნესტრენერი და მწერალი ჯერალდ როჯერსი საყვარელ ქალთან ქორწინებაში 16 წელი იმყოფებოდა, თუმცა წყვილებს შორის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გარკვეულ მომენტში ურთიერთობა ჩიხში შევიდა, სიყვარული განელდა, ხოლო 16 წლიანი თანაცხოვრება დასრულდა. განქოწინებაზე გადაწყვეტილება ჯერალდის მეუღლემ მიიღო. ასე, დამთავრდა წყვილის მრავალწლიანი ურთიერთობა... თუმცა, ცნობილმა ბიზნესტრენერმა გადაწყვიტა საკუთრი გამოცდილება სხვა მამაკაცებისთვისაც გაეზიარებინა და საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით, ისინი მაინც გადაერჩინა ოჯახის დანგრევისა და საყვარელი ცოლის სამუდამოდ დაკარგვისგან... მაშ ასე, 5 სასარგებლო რჩევა, რომელიც ყველა მამაკაცის ოჯახურ ცხოვრებას კიდევ უფრო ბედნიერსა და ჰარმონიულს გახდის.


1. არასდროს შეწყვიტოთ მეუღლეზე ზრუნვა - წლებთან ერთად ბევრი მამაკაცი საკუთრ პარტნიორს ნაკლებ ყურდაღებას აქცევს, ვინაიდან ის მათ პირად კუთვნილებად მიიჩნიათ, ეს კი დიდი შეცდომაა, ნურასდროს მოდუნდებით და მისი ყურადღების მოსაპოვებლად ყოველთვის იბრძოლეთ.


2. შეეცადეთ მასში ყოველთვის საუკეთესო დაინახოთ - არ ღირს ისეთ დეტალზე ჩაციკლვა, რაც მასში ყველაზე ძალიან გაღიზიანებთ, უბრალოდ გაიხსენეთ და დააფასეთ მისი ის კონკრეტული თვისება, რის გამოც თქვენი მეორე ნახევარი ყველაზე ძალიან გიყვართ.


3. მიიღეთ მის ცხოვრებაში მონაწილეობა - გამოიჩინეთ ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ, ყველა სიტუაციაში მხარი დაუჭირეთ და შეძლებისდაგვარად, თქვენი დახმარება შესთავაზეთ.


4. იყავით მის წინაშე ყოველთვის გულწრფელი - იმისთვის, რომ ყველა საიდუმლოს გაზიარება შეძლოთ, ამისთვის საკმარისი გამბედობაა საჭირო. თუმცა, მერწმუნეთ მასზე ახლობელ ადამიანს, თქვენ ვერასდროს იპოვით.


5. არჩევანი ყოველთვის სიყვარულზე შეაჩერეთ - ადამიანის ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, სწორედ ეს გრძნობა უნდა იყოს პირველ ადგილას. ფული, მეგობრები, ქალები, გართობა მუდამ მიდის და მოდის.. თუმცა, სიყვარული არის ის, რომლის გარეშეც ადამიანი ბედნიერი ვერასდროს იქნება.




0
857
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
857