ასტროლოგია რატომ ამოიფრქვა გასულ კვირას მზეზე ცივი ნაწილაკები? 2019, 4 ივლისი, 22:03
გასულ კვირას მზემ ამოაფქვრია მკვრივი და ცივი მატერიის ნაწილაკები კოსმოსურ სივრცეში, ხოლო, იმავე დროს ნასას ასტრონომებმა მზის ზედაპირზე ძლიერი აფეთქება შენიშნეს.
მზე არის ერთადერთი ცხელი ობიექტი ჩვენს მზის სისტემაში, რომლის ძირითადი ნაწილი თბება 15 მილიონ გრადუსამდე. მზის ზედაპირის ტემპერატურა 5540 გრადუსს აღწევს. მზის გვირგვინი კი, ვარსკვლავის ატმოსფეროს ყველაზე ფართო ფენა ასჯერ ცხელია, ვიდრე მზის ზედაპირი.
როგორ აღმოაჩინა ნასამ 28 ივნისს უზარმაზარი ცივი ნაწილაკების ამოფრქვევა ჩვენი ვარსკვლავის ზედა ფენებში? პარასკევს, 28 ივნისს, ნასას მზის დინამიკის კვლევის ობსერვატორიამ მზეზე დააფიქსირა პროტუბერების, მკვრივი ნივთიერებების ამოფრქვევა.თუ შევადარებთ, ეს ისე ჩანდა მზეზე, როგორც ქურთუკიდან გამორღვეული ძაფი. მაგრამ რატომ იყო მზიდან ამოტყორცნილი პროტუბერები ანუ ნაწილაკები ცივი? ნასას განმარტებით:, პროტუბერები შედარებით ცივი, მკვრივი მზის მასალის ნაწილაკები მდებარეობს სუპერ-ცხელი მზის გარე ატმოსფეროში. НАСА Angstrom არის თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მზისგან გამოყოფილი ჰელიუმის ატომების მიერ გამოვლენილ სინათლეზე დაკვირვებისთვის. ჰელიუმის გაზი იწვის შედარებით დაბალ ტემპერატურაზე 5000 C -მდე, ხოლო, მის გარშემო მდებარე კორონას შეუძლია რამდენიმე მილიონ გრადუსს მიაღწიოს. ნასა ამბობს, რომ პროტუბერები, ისევე, როგორც ყველა მზის ამოფრქვევები, იქმნება ზემოთ აქტიურ ადგილებში, იქ, სადაც ვარსკვლავის მაგნიტური ველი განსაკუთრებით ინტენსიურია. აქედან გამომდინარე, პროტუბერები ისეთი ცივი არ არის, როგორც ყინული დედამიწაზე, მაგრამ უფრო გაცივებულია, ვიდრე, მზის გვირგვინის ტემპერატურა. ა 519 1-ს მოსწონს
|