საზოგადოება გარდაიცვალა მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019, 4 ივლისი, 13:45 51 წლის ასაკში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ და ამბობენ, რომ „გოგიჩა“ დღეს დილით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანს მოულოდნელად გაჩენილ მძიმე სენთან ბრძოლა დასჭირდა, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. გიორგი გოგიჩაიშვილს საქართველოს პირველი არხის ეთერში წლების განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო გადაცემა მიჰყავდა. ის არაერთი გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა გოგიჩა მაინც ყველას „ბასტი ბუბუთი“ დაამახსოვრდა... 224 2-ს მოსწონს |
ვუსამძიმრებ მის ოჯახს....