x
image
თორ ნიკე
თაბალები - იბერიული ტომი
თაბალები - იბერიული ტომი


თაბალები, იგივე თობელები ან თუბალები იყვნენ ერთ-ერთი იბერიული (პროტოქართული) ტომი, რომლებიც ბიბლიაშიც არიან მოხსენიებულნი. ძვ.წ. IX-VII საუკუნეების ასურულ წყაროებში მოხსენიებული თაბალის ქვეყანა (თა-ბა-ლუ) მდებარეობდა კაბადოკიაში. მაგალითად ბ. ლანდსბერგერის ვარაუდით თაბალი მდებარეობდა ძველი მაზაკას, დღევანდელი კაისერის რაიონში, სამხრეთ-დასავლეთ კაბადოკიაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თაბალების სახელი ასევე ასახულია ბიბლიური ეთნარქის თუბალ (თობელ)-ის სახელში. ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს თუბალების შთამომავალნი არიან ტიბარენები, ტიბარები, იბერები ანუ ქართველები (იოსებ ფლავიუსი, ვივიან დე სენ მარტენი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვ.) მსჯელობისათვის ასევე იხილეთ (ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ. 22-23. ასევე ს. ჯანაშია, 1959).


თაბალი - იბერი


ბიბლიური მეშეხი და თობელი სხვადასხვა ხალხთა წინაპრებად ივარაუდებიან. ბიბლიის განმმარტებლები თობელის (თაბალების) შთამომავლებად იბერებს (ქართველებს) აღიარებენ, იმ იბერებთან, რომლებიც ამავე დროს ტიბარენების შთამომავალნი არიან. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქი მაზახა/მაზაკა, რომელიც მუშქთა/მოსხთა დედაქალაქი იყო. მასალობრივად აშკარად უახლოვდება მასხ/მასახ/მესხ ფუძეს. სწორედ ამ ქალაქთან ცხოვრობდნენ თობალებიც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების თობელები/თეობელები და ქართული თარგმანების თოვილები სახელდებიან მხოლოდ ბიბლიურ კონტექსტში, კერძოდ: იოსებ ფლავიუსი (I ს.) წერს:



თაბალების განსახლების არეალი - კაბადოკია


"თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. (გეორგიკა, 1961, გვ. 34) შდრ. XII საუკუნის ქართული თარგმანი: "დაამკვიდრებს უკუე თოვილისსა თოვილთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან."

ევსტათი ანტიოქიელი (ახ.წ. 280-360): ობელისგან წარმოიშვნენ თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ (გეორგიკა, 1961, გვ.34).

ლეონ გრამატიკოსი (XI ს.) წერს: "თობელისგან თობელები, ახლანდელი იბერები, მესოხისგან მესხენები, ახლანდელი კაბადოკიელები." (თ. ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.49).

შდრ. გიორგი სინგელოზი (VIII-IX სს.) წერს: "თობელისგან წარმოდგნენ თეტალიელები, ხოლო მოსოხისგან ილირიელები" (გეორგიკა, 1941, 61-62).






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
493
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
493
  
2022, 5 იანვარი, 23:57
პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი წერს: „დაამკვიდრებს უკვე თოვილთოსცა (თუბალებს) თოვილთასა, რომელ აწ ივირად (ივერიად) იწოდებიან. ხოლო მესქინნი, მოსხოის მიერ აღშენებულნი კაპპადუკად იწოდებიან“.
2021, 15 ნოემბერი, 16:26
წანარები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი იბერო-კოლხური ტომი, რომლებიც უძველესი დროიდან განსახლებულნი იყვნენ წანარეთის ხევის ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში დარიალის ხეობა ეწოდა. ძველი წყაროების მიხედვით ეს ადგილი ამ ტომის სახელის მიხედვით ქვეყანა წანარეთად მოიხსენიება. ეს ტომი განსაკუთრებით დაწინაურდა VIII-IX საუკუნეებში და აქტიური მონაწილეობა მიიღეს კახეთის სამთავროს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, მის სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. კახეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ წანარები ამ სახელით ქრებიან ისტორიის სარბიელიდან.მათი დიდი ნაწილი კახელებთან ახდენს ასიმილაციას და დიდ გავლენასაც ახდენს კახელთა ფორმირებაში და ჩამოყალიბებაში იმ სახით, რა სახითაც ის გვევლინება ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, წამყვანი საბრძოლო ძალა კავკასიაში. ხოლო დანარჩენები იწოდებიან მოხევეებად. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ წანარები თავისი წარმოშობით ახლოს იდგნენ სვანებთან და შესაძლოა ყოფილიყვნენ მისიმიელების, სვანების განაყოფი ხალხი, რომელიც დასახლებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიებზე.
2021, 15 ნოემბერი, 11:57
მოხევეები, ფშავლები და ხევსურები სამივე წანარების შთამომავლობა უნდა იყოს.
2021, 15 ნოემბერი, 11:53
მადლობა სტატიისთვის ძალიან საინტერესოა. ერთი შეკითხვა ფშავლები ამ ტომის ჩამომავლები არიან თუ რომელი ტომია იქნებ მითხრა
2021, 15 ნოემბერი, 11:51
შესანიშნავი ლექსია
2019, 6 ივლისი, 11:13
მყინვარზედ ჩნდება ნათება,
სიბნელესა ჰკლავს სინათლე,
მზეო, ამოდი მთებიდან,
სოფელი გაგვისინათლე.

გადმოდი, გადმოიარე,
ცხრა ზღვა, ცხრა მთა და ცხრა ცაო,
დადექ ჩვენს თავზედ დედაო,
გული გაუთბე კაცსაო.

გაღვიძებულა ბარბოლი,
აგერ დამდგარა ჩვენს თავზედ,
მორიგეს - ღმერთსა დიდსასა,
ლოცვას ავედრებს ჩვენს ხალხზედ.

გაუნათია სოფელი,
გაუქარვია დარდია,
გადაშლილია ცაზედა,
ვით გაფურჩქნული ვარდია,

მზეო ნათელო, ანათე,
მაღალო, ყოვლისმომცველო,
სიბნელის მტერო-მგმობელო,
ცაზე მჯდომარე მშობელო!
0 1 6