ფსიქოლოგია როგორ ჩავუნერგოთ ადამიანებს ჩვენთვის სასურველი იდეა თავში - უნიკალური მეთოდი ფსიქოლოგებისგან 2019, 1 ივლისი, 16:55 გადავდივართ მესამე, მთავარ ამბავზე, რომელიც საკვანძო ფრაზას უნდა შეიცავდეს. კონკრეტულ მესიჯს, რომლის ჩანერგვაც გვსურს თანამოსაუბრის გონებაში. ის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. შემდეგ მეორე ისტორია დავასრულოთ. და ბოლოს პირველი. მოკლედ, სამმაგი სპირალის სქემა მარტივია: 1. პირველი ისტორიის დასაწყისი 2. მეორე ისტორიიის დასაწყისი 3. მესამე ისტორია სრულად + მესიჯი 4. მეორე ისტორიის დასასრული 5. პირველი ისტორიის დასასრული. პირველ და მეორე ისტორიას ადამიანი სრულად აცნობიერებს და იმახსოვრებს, აი, მესამე ისტორიისას კი უკვე ყურადღება იფანტება. მის აღქმას მსმენელი ვერ ახერხებს, რადგან ცნობიერი ფოკუსირებულია წინა ორ ისტორიაზე - როგორ დამთავრდება? მას მესამე ისტორიის დამახსოვრებაზე რესურსი უკვე აღარ ყოფნის, სწორედ ამიტომ მესამე ისტორია, მისი მესიჯითურთ, ანუ იდეით, რომლის ჩანერგვა გვსურს, ცნობიერის ცენზურის გარეშე პირდაპირ ქვეცნობიერში გაიტყორცნება. ეს საოცრად მუშაობს. შეგიძლიათ საკუთარ თავზეც გამოსცადოთ. ჩაიწერეთ ეს ტექსტი დიქტოფონზე და რამდენიმე კვირის შემდეგ მოისმინეთ. აუცილებლად იგრძნობთ სამმაგი სპირალის მოქმედებას თქვენს ქვეცნობიერზე. გაითვალისწინეთ - კითხვისას ეს მეთოდი არ მუშაობს. მაგალითი: ისტორია N1. ერთხელ ერთი კაფის საზაფხულო ვერანდაზე მეგობარს ველოდი და სიამოვნებით შევექცეოდი ყავას. საოცარი დილა იყო, თბილი და იმედისმომცემი. ხალხის თვალიერება დავიწყე, ზოგს სადღაც მიეჩქარებოდა, ზოგიც ნება-ნება საუზმობდა... სულ სხვადასხვანაირები იყვნენ, ძალიან საინტერესოები! ვაკვირდებოდი სახეებს, სიარულის მანერას, ჟესტებს, საუბრის, მოძრაობის სტილს… ამან ისე გამიტაცა, ხმაური ოკეანის ხმად მექცა... ისტორია N2. მეგონა სანაპიროზე ვიჯექი. ირგვლივ ადამიანები მოძრაობდნენ, თოლიები ჭყიოდნენ. გამახსენდა, ერთხელ პლაჟზე როგორ მომიახლოვდა 23 წლის ბიჭუნა. იდგა თავისთვის და მიყურებდა. ხელში ბურთი ეჭირა, რომელზეც წარწერა იყო. მხოლოდ ერთი სიტყვა დავინახე: "უბრალოდ…" ისტორია N3. მაშინვე ვიცანი. ზუსტად ამ შრიფტით ეს სიტყვა უზარმაზარ მუხის კარზე მქონდა წაკითხული აუდიტორიაში, სადაც ჩვენ, მომავალ სტუდენტებს გამოცდა გვიტარდებოდა. რთული საგანი იყო, ყველა საშინლად ვღელავდით. ჰოდა, რომელიღაც მზრუნველმა პროფესორმა, ან იქნებ ასპირანტმა ერთი უბრალო ფრაზა ამობეჭდა და კარზე ჩამოკიდა. "სკოტჩით" მიაკრა. ფრაზა სამი სიტყვისგან შედგებოდა: "უბრალოდ გააკეთე ეს!" ეს მარტივი ფრაზა ძალიან დამეხმარა გამოცდების ჩაბარებაში. ისტორია N2. ბიჭი ცოტა ხანს იდგა. მერე ბურთი ისროლა და სიცილით გაეკიდა უკან. მზე ისეთი ალერსიანი იყო, ზღვა თბილი და სასიამოვნო. მინდოდა მთელი ძალით გავქცეულიყავი დამეყვინთა და მეცურა… მეცურა სანამ მეყოფოდა ძალა. მერე კი ტალღებზე დავწოლილიყავი და მათ რწევაში დამესვენა…. ისტორია N1. "კიდევ რამეს ინებებთ?" - მიმტანის მზრუნველმა ხმამ დამაბრუნა კაფეში. "დიახ, თუ შეიძლება გაიმეორეთ". ახალგაზრდული სახე ჰქონდა, ღიმილიანი, ღია და კეთილმოსურნე. აშკარა იყო, მასაც მოსწონდა ეს დილა და ადამიანები, რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ საქმეზე… ან ისე, უბრალოდ. ასევე დაგაინტერესებთ:ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლადპატარა ტესტი - აირჩიე კრისტალი და გაიგე, რისი თქმა სურს სამყაროს შენთვის5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებასაირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვითპირველი რა გხვდება თვალში ფოტოზე - ფსიქოლოგიური ტესტისტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 3131 1-ს მოსწონს
|