x
image
მაია 24
პატარა ტესტი - აირჩიე კრისტალი და გაიგე, რისი თქმა სურს სამყაროს შენთვის
image


აქ სამი კრისტალია - ლურჯი ჰოვლიტი, მწვანე ავანტურინი და ციტრინი. რომელი უფრო მოგწონთ? რომელს აიღებდით? ნუ აირჩევთ მხოლოდ საყვარელი ფერის მიხედვით, აირჩიეთ ის, რომელსაც გული გიკარნახებთ. ამ ქვებს სამკურნალო დანიშნულება აქვს და იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს გააკეთებთ, შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რა გაწუხებთ და რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ინსტინქტურად ყველამ ვიცით რა გვჭირდება.



აირჩიე სამიდან ერთი და წაიკითხეთ რას ამბობს თქვენზე თქვენი არჩევანი:


image


ასევე დაგაინტერესებთ: ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ


ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად



1. ლურჯ ჰოვლიტი


თუკი თქვენ პირველი კრისტალი აირჩიეთ, მაშინ კომუნიკაციის პრობლემებზე გაქვთ სამუშაო. რა ხდება თქვენს გონებაში, არ გინდათ ილაპარაკოთ? გულწრფელი ხართ საკუთარ გრძნობებში? მოსმენა შეგიძლიათ?


ეს ქვა ყელის ჩაკრას წარმოადგენს, რომელიც ყურებთანაცაა დაკავშირებული და კომუნიკაციაზე აგებს პასუხს. თუკი ყელ-ყურის დაავადებები გაწუხებთ, ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სამყაროსგან გაფრთხილებაა – რაღაცას არასწორად აკეთებთ ამ კუთხით. თუკი ყურები გაწუხებთ, ესე იგი ხშირად გიწევთ ისეთი რამის მოსმენა, რისი მოსმენაც არ გინდათ. რაღაცას გეუბნებათ სამყარო, თქვენ კი არაფრით გინდათ ამის გაგება. ყელი გაწუხებთ? ან ზედმეტად დიპლომატიური ხართ, ან ზედმეტად უცერემონიო. სიძულვილის ენაზე ქადაგებთ? გაბრაზებული ლაპარაკობთ? არ ამბობთ იმას რასაც ფიქრობთ, მხოლოდ იმიტომ რომ კონფლიქტი აირიდოთ თავიდან? თქვენი ლაპარაკით გამუდმებით კონფლიქტებს იწვევთ? ექიმთან გაქცევამდე სჯობს ემოციური პრობლემები მოაგვაროთ, იქნებ ექიმი აღარც დაგჭირდეთ.


ეს კრისტალი სინამდვილეში ასეთი ფერის არ არის, იგი ლურჯადაა შეღებილი და თქვენი ეს არჩევანი შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ თავს იტყუებთ, საკუთარ თავთანაც კი არ ხართ მართალი. ბევრ ნიღაბს ატარებთ? ჩვენ ყველანი განსაკუთრებულები ვართ, უნიკალურები, მეორე არ არსებობს ჩვენნაირი, ჰოდა, მოიხსენით ნიღაბი, დროა აჩვენოთ სამყაროს რა მშვენიერი ხართ.


2. მწვანე ავანტურინი


თუკი მეორე კრისტალი აირჩიეთ, სულიერი წონასწორობა, ჰარმონია, სიმშვიდე და სიყვარული გაკლიათ. მწვანე გულის ჩაკრაა, რომელიც უმაღლეს და უმდაბლეს ჩაკრებს კრავს. ბუნება, სიმწვანე, ტყე გამშვიდებთ არა? ეს გაკლიათ. როცა ბუნებასთან კავშირში შევდივართ, ამ ჩაკრის დაბალანსება ხდება.


ამ კრისტალის არჩევა მიუთითებს, რომ განკურნება გჭირდებათ - სიყვარულის, სითბოს, მზრუნველობის ნაკლებობას განიცდით. გულის ან ფილტვების პრობლემები ხომ არ გაქვთ? გულის ჩაკრა მიღებული მტკივნეული გამოცდილების გამო ხომ არ დაგიხურავთ? იარები ჯერაც არ გაქვთ ბოლომდე მოშუშებული. როცა ამ ჩაკრას კეტავთ, თქვენ საკუთარ თავს კეტავთ სიყვარულისთვის, გამოხატვა იქნება ეს, თუ მიღება. გარდა ამისა, ეს ჩაკრა საკუთარი თავის სიყვარულიცაა და შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ საერთოდ აღარ ზრუნავთ საკუთარ თავზე. თქვენ არ აძლევთ თქვენს თავს უფლებას, თავი ღირსეულ ადამიანად ჩათვალოს, რომელიც ყოველგვარ სიკეთეს იმსახურებს ცხოვრებაში.


თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საავადმყოფოში მწვანე ფერი დომინირებს. ეს იმიტომ რომ მწვანე მკურნალი ფერია და ზრდის სიმბოლო. ასე რომ, თავს მიხედეთ, შეიყვარეთ თავი და მერე მთელი სამყაროს შეყვარებასაც მოახერხებთ. ბუნების წიაღშიც, სუფთა ჰაერზე ხშირად გადით ხოლმე. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.


3. ციტრინი


თუკი მესამე კრისტალი აირჩიეთ, ეს მზის წნულის (მანიპურა) ჩაკრასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. ეს ჩვენი უმთავრესი ენერგეტიკული ცენტრია და ნებისყოფაზეა პასუხისმგებელი. შესაძლოა ცხოვრების სადავეები მიშვებული გაქვთ და დინებას მიყვებით, სავარაუდოდ, სხვებს აძლევთ თქვენი კონტროლის საშუალებას, თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. შესაძლოა თქვენი თვითშეფასება ძალიან დაბალია და ამიტომ სხვებზე დამოკიდებული გახდით. დროა, მართვის სადავეები საკუთარ ხელებში აიღოთ. დრო დაუთმეთ მედიტაციას და ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებთ, როგორი ცხოვრების შექმნა გსურთ. თქვენ შეგიძლიათ მთლიანად შეცვალოთ ყველაფერი. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს რეალობა ფიქრების, ემოციებისა და ნებისყოფის მართვის საშუალებით. აწიეთ თქვენი თვითშეფასების თამასა ზემოთ. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. გაბედეთ ოცნება და დაიწყეთ. სრულყოფილება არაა საჭირო დაწყებისთვის.


ეს არჩევანი შესაძლოა ფინანსურ პრობლემებზე მიუთითებდეს. ასევე იმაზეც, რომ არ მიგაჩნიათ თავი მატერიალური კეთილდღეობის ღირსად და ამ განცდით თქვენს ცხოვრებაში მის შემოსვლას ბლოკავთ. დააფასეთ თქვენი თავი, ისწავლეთ მიღება და გახდით საკუთარი ცხოვრების მმართველი!


ნახეთ ასევე: 5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას


რა ასაკში გათხოვდებით და როგორი იქნება თქვენი ქორწინება - ვარკვევთ ხელის გულზე ქირომანტიის მიხედვით


ტესტის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
5671
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
5671
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0