Quiz ტესტი ქალურობაზე - გაიგე რა არის შენი მომხიბვლელობის საიდუმლო 2019, 29 ივლისი, 19:21 ქალური მომხიბვლელობის გამოხატვას ყველა ქალი სხვადასხვანაირად ახდენს და ეს ყველაზე მეტად მის გემოვნებაში ვლინდება. აქ რვა პრინტია, აირჩიე ერთი მათგანი და გაიგე რა ტიპის ქალი ხარ: პასუხები: 1. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო თქვენს ბავშვურობაშია თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ულევი ენერგია გააჩნია. დაუღალავი და სპონტანური არსება ხართ, რომელსაც შეუძლია ყოველთვის გაიცინოს და იუმორით მიუდგეს მამაკაცებს. თვალები მუდამ გაცისკროვნებული გაქვთ და საწინააღმდეგო სქესიც ყველაზე ხშირად სწორედ მათში ჩამალულ პაწაწინა ეშმაკუნებს ეთაყვანება. მათ მოსწონთ თქვენი უშუალობა და სილაღე. თქვენ შეგიძლიათ კი არ გაურთულოთ, პირიქით გაუმარტივოთ ცხოვრება პარტნიორს, სხვა თანამედროვე, პრეტენზიული გოგონებისგან განსხვავებით და ამას მამაკაცები გრძნობენ. 2. თქვენში მამაკაცებს მზრუნველი ბუნება მოსწონთ თქვენ ხართ ქალი, რომელიც მამაკაცებს, ამ მარადიულ ბავშვებს, მათთვის ასე საჭირო მზრუნველობითა და ყურადღებით ამარაგებს. სულ ფუსფუსებთ. სიხარულს განიჭებთ მათთვის სიამოვნების მინიჭება: რამე გემრიელის მომზადება, სიმყუდროვის შექმნა, მისთვის პერანგის დაუთოვება. ყოველთვის მზად ხართ მოუსმინოთ, მხარდაჭერა აგრძნობინოთ. მოკლედ იდეალური ქალი და დედა ხართ, ნამდვილი განძი, რომლის მოპოვებაზე ყველა კაცი ოცნებობს. 3. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო თქვენს ორიგინალურობაშია თქვენ განსაკუთრებული ხართ, არავის ჰგავხართ. გაქვთ რაღაც, რაც მასიდან სრულიად გამოგარჩევთ. არ ჯდებით არავითარ სტერეოტიპში. თქვენ არ ხართ ქალის რომელიმე ტიპაჟი, ძალიან ინდივიდუალური ხართ. ურთიერთბაში თავისუფალი ხართ ბანალური ქალური სენტიმენტებისგან: არ იმახსოვრებთ პირველი პაემნის, პირველი კოცნის თარიღებს, რადგან თავი ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეებით გაქვთ სავსე. მამაკაცები აღმერთებენ თქვენ გარემოცვაში ყოფნას, რადგან ყოველი დღე და ყოველი წუთი სიახლითა და თავგადასავლებით არის სავსე თქვენ გვერდით. 4. თქვენ ხართ გოგონა - გამოწვევა კაცებს მოსწონთ მძაფრი შეგრძნებები. ისინი ბუნებით მონადირეები არიან. ნიცშე წერდა - მამაკაცები ბავშვები არიან და მოსწონთ ქალი - სახიფათო სათამაშოო. სწორედ თქვენნაირ ქალს გულისხმობდა ალბათ. თქვენ საბედისწერო ქალი ხართ, რომლისთვისაც მზად არიან სისხლი დაღვარონ. აი, ის ტიპაჟი მიუწვდომელს რომ ეძახიან. ყველა მამაკაცი რომ ოცნებობს მასზე, მაგრამ მხოლოდ მამაცები თუ ბედავენ მისი გულის დაპყრობისთვის ბრძოლას. 5. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო თქვენს მოკრძალებულობაშია იცით, კაცებს თქვენნაირი ქალების არსებობის არ სჯერათ, სანამ თქვენ შეგხვდებიან. ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება არსებობდეს ქალი, რომელსაც არ აინტერესებს რჩეულის არც თანამდებობა, არც ფინანსური მდგომარეობა. თქვენთვის უფრო ღირებული სხვა რამაა და არც ყოველ კვირას ახალი ფეხსაცმლის ან კაბის ფულს არ მოსთხოვთ. თქვენ იგი გიყვართ უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ გვერდითაა, თქვენია და არა იმიტომ, რომ საჩუქრებით გამარაგებთ. არ გაქვთ არარეალური მოთხოვნები და არც გმირობის ჩადენას ითხოვთ მისგან - აი, რა იზიდავთ მამაკაცებს თქვენში. 6. თქვენი ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო სინაზეშია თქვენ ძალიან ქალური ხართ: რომანტიკული, მსუბუქი, ელეგანტური, ნაზი და დახვეწილი. ბედნიერი ხართ, როცა თქვენზე ზრუნავენ და მამაკაცებსაც მეტი რა უნდათ იმისთვის, რომ ნამდვილ მამაკაცად იგრძნონ თავი? ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ, ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტივს ეძებთ. თქვენთვის უცხოა უხეშობა, აგრესია, საკუთარი ინტერესებისთვის მამაკაცივით ბრძოლა, ქალურ ხრიკებს იყენებთ თქვენის გასატანად. არ ცდილობთ ფეხი დააბიჯოთ მტკივნეულ ადგილზე, მხოლოდ სიყვარულს და ყურადღებას ითხოვთ მისგან და ამის გამო ისინი ძალიან გაფასებენ. 7. თქვენ რკინის ლედი ხართ მტკიცე, ჭკვიანი, თავდაჯერებული - ზუსტად იცით რა გინდათ. გაქვთ თქვენი ცხოვრება, თქვენი მიზნები და ოცნებები, რომლისკენაც მიილტვით და არაფრის და არავის გამო არ უღალატებთ საკუთარ გზას. თქვენ არ ელოდებით თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რომელიც მოვა და ყველა პრობლემას მოგიგვარებთ, ყველა ოცნებას აგიხდენთ. თქვენს სახეზე კაცები ვერასოდეს ნახავენ ცრემლს. ბევრ მამაკაცს მოსწონთ ასეთი ძლიერი ქალი, რომელსაც შეუძლია საკუთარ ხელში აიღოს ცხოვრების სადავეები და გაუმკლავდეს ნებისმიერ სირთულეს. 8. თქვენი მთავარი ქალური კოზირი სექსუალობაა თქვენ ძალიან მგრძნობიერე ხართ, ყველაზე მომხიბლავი ქალის ტიპი მამაკაცებისთვის - ქალური და ამავდროულად ძალიან სექსუალური. თქვენ იცით საკუთარი ღირსებები და მათი გამოყენება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გულების დასაპყრობად. თქვენ არ მიიჩნევთ, რომ სექსის ინიაციატორი კაცი უნდა იყოს, პირველი ნაბიჯების გადადგმაც ძალიან ზუსტად შეგიძლიათ და კაცებიც გაღმერთებენ, რადგან თქვენ გვერდით თავს სასურველად და სექსუალურად გრძნობენ. ასევე დაგაინტერესებეთ:ფსიქოტეტსი - აირჩიე ლანდშაფტი და გაიგე რა არის შენი ყველაზე დიდი ნიჭიამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლადფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთპირველი რა გხვდება თვალში ფოტოზე - ფსიქოლოგიური ტესტიამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებტესტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 1377 1-ს მოსწონს
|