x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რომელი გასაღებით გახსნიდით განძით სავსე სკივრს? - გაიგე მეტი საკუთარი თავის შესახებ

image თქვენ დაგჭირდებათ ცოტაოდენი ფანტაზია, რომ წარმოიდგიუნოთ როგორ მიდიხართ ტყეში ან იდუმალებით მოცულ ძველ ციხე-ქალაქში, გზად კი შემოგხვდათ სკივრი, რომელიც დიდი ალბათობით, განძეულითაა სავსე. ნამდვილად ვერ აუვლით მას გვერდს ხომ?

მაშინ, ამოირჩიეთ ამ გასაღებებიდან ერთ-ერთი და გაიგეთ მეტი საკუთარი თავის შესახებ.

ტესტის შედეგები:

თუ აირჩიეთ #1 გასაღები, თქვენ არ გწამთ სასწაულების, ამიტომ სკივრს ყოველგვარი მოლოდინების გარეშე გახსნით. თქვენში უფრო მეტია რაციონალისტი, ვიდრე ფანტაზიორი, რომელიც ღრუბლებში ცურავს.

თუ აირჩიეთ #2 გასაღები, ცხოვრებაში ყველაფრის მიმართ სიფრთხილეს იჩენთ. არ ხართ მიმნდობი ადამიანი, ამიტომ თქვენთან ერთად ცხოვრება რთულია, მაგრამ ახლობელმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ თქვენი ნდობა უბრალოდ უნდა დაიმსახურონ და ყველაფერი გამარტივდება.

თუ აირჩიეთ #3 გასაღები, თქვენ კონსერვატიული ადამიანი ხართ, რომელიც აფასებს ტრადიციებს. არ მოგწონთ ცვლილებები და ინოვაციები, თუმცა ხართ საკმაოდ ინტელექტუალი და საინტერესო პიროვნება.

თუ აირჩიეთ #4 გასაღები, თქვენ ნამდვილი მეოცნებე ხართ. ყველაზე მეტად სიკეთეს და გულახდილობას აფასებთ, რადგან ფიქრობთ, რომ სწორედ ეს თვისებებია სამყაროში მნიშვნელოვანი. თქვენ ბუნებით ხელოვანი ადამიანი ხართ, ამიტომ მთელ თავისუფალ დროს საყვარელი საქმიანობით ხართ დაკავებული.

თუ აირჩიეთ #5 გასაღები, თქვენ ძალიან ძლიერი წარმოსახვის უნარი გაქვთ. თქვენგან ძალიან კარგი მწერალი გამოვიდოდა, რადგან უბრალო სასიყვარულო ისტორია შეგიძლიათ შედევრად აქციოთ. ასევე გიტაცებთ თავგადასავლები, ამიტომ ცხოვრებაში სიახლეებზე არასოდეს ამბობთ უარს.

თუ აირჩიეთ #6 გასაღები, თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც საიდუმლოების შენახვა შეუძლია. ამასთანავე, გიზიდავთ ყველაფერი იდუმალი და ყოველთვის ცდილობთ ცხოვრებისეულითავსატეხების ამოხსნას.

0
986
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
986
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0