x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
7 ყველაზე უცნაური, მოდური ტრენდი კაცობრიობის ისტორიაში - ნახეთ, რა მსხვერპლზე მიდიოდნენ ქალბატონები სილამაზისთვის

image


თანამედროვე გოგონები იმისთვის, რომ მუდამ ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ არაერთ რისკზე მიდიან, თუმცა, ქალბატონები ადრე რასაც სილამაზის სახელით აკეთებდნენ, ადეკვატურობით დღევანდელ, თუნდაც ყველაზე "ტრენდული" გოგონების ფანტაზიასაც კი ვერ მიწვდება. გადაბმული წარბები, მოპარსული შუბლი, გაქლიბული კბილები, ეს იმ მოდური ტრენდის არასრული სიაა, რომელსაც ქალბატონები შუა საუკუნეებში ყველაზე მეტად ითვალისწინებდნენ.


გადაბმული წარბები


გადაბმული წარბები არა მხოლოდ ლამაზად ითვლებოდა, არამედ ქალბატონების გამჭრიახობაზეც მიუთითებდა.


image


ფერმკრთალი კანი


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, შუა საუკუნეებში ფერმკრთალი კანი ერთ - ერთ ყველაზე მოდურ ტრენდენციას წარმოადგენდა, ის მხოლოდ დიდგვაროვანი ოჯახის შვილების სახასიათო ნიშანი იყო, მუქი ან გარუჯული კანი კი მხოლოდ მათ ჰქონდა, ვინც დილიდნ საღამომდე ღია ცის ქვეშ, მუხლჩაუხრელად შრომობდა.


image


წინდები


რაც შეეხება წინდებს, ის ძირითადად მამაკაცის გარდერობის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენდა, ტრენდულად უფრო ჭრელი წინდები ითვლებოდა, მაგალითად - ერთი თეთრი, მეორე კი - წითელი. მხოლოდ XIX - საუკუნეში ამ დეტალმა უკვე ქალბატონების გარდერობშიც გადაინაცვლა.


image



საორსულო კაბები


აღორძინების ეპოქაში მამაკაცებში ფეხმძიმე ქალები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, სწორედ ამ ფაქტის გამო მოდაში "საორსულო" სამოსი შემოვიდა. განურჩევლად წონისა თუ აღნაგობისა მათ უკლებლივ ყველა ქალბატონი ატარებდა.


image


მოპარსული შუბლი


მეთხუტმეტე საუკუნეში ქალბატონებს შორის მაღალი, მოპარსული შუბლი ძალიან ფასობდა, ამიტომ ბევრი ქალბატონი თმას ამ ზონაზე მხოლოდ იმიტომ იშორებდა, რომ მთავარი ტენდენციიდან ამოვარდნილი არ ყოფილიყო.


image


დეკოლტე


XVI-საუკუნეში მაღალი წრის ქალბატონებს შორის ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ძალიან პოპულარული იყო. მას ქალბატონები ძირითადად სამკაულის ნაცვლად ატარებდნენ.



image

გაქლიბული კბილები


რენესანსის ეპოქაში მოდაში უფრო მოკლე, ოთხკუთხედი კბილები იყო, ამიტომ გოგონებს რომ ისინი სიმაღლეში დაემოკლებინათ, გამუდმებით იქლიბავდნენ, რათა მამაკაცებისთვის თავი კიდევ უფრო მეტად მოეწონებინათ.


image




0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291