x
image
თორ ნიკე
ჭილბები - იბერო-კოლხური ტომი

ჭილბები - იბერო-კოლხური ტომი


ჭილბები ერთ-ერთი იბერო-კოლხური, კერძოდ კი ჰერული ტომი იყო. ჰერულ მოდგმაში ასევე შედიოდნენ სუჯები და ლბინები. სწორედ ეს ტომები არიან დღევანდელი ჰერების წინაპრები. ანტიკური წერილობითი წყაროები, მაგალითად პლინიუს უმცროსი, იგივე გაიუს პლინიუს კეცილიუს სეკუნდუსი (ახ.წ. 61-113 წწ.) ჭილბებს მოიხსენიებს, როგორც "სილვები". ჭილბები აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარის, ჰერეთის მთიანეთში, მდინარე ალაზნის ზემო წელზე მოსახლეობდნენ. ჭილბების სახელწოდება შემორჩენილია ჰერეთის ისტორიულ ტოპონიმიკაში, მაგალითად მდინარე ჩელთისა და სოფელ შილდის სახელწოდებებში. ჭილბების პოლიტიკური და კულტურულ-ეთინიკური ასიმილაცია ქართლელებთან და კახელებთან დაიწყო ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან, როდესაც ისინი დაქვემდებარებულნი იყვნენ იბერიის სამეფოს და შერწყმის პროცესი საბოლოოდ დასრულდა ახ.წ. მე-4 საუკუნისთვის და ჭილბებმა, როგორც თვითმყოფადმა ტომმა არსებობა შეწყვიტა.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0