x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4 მთავარი შეცდომა, რომელსაც ურთიერთობაში თითქმის ყველა ქალი უშვებს

image


იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, თუმცა არსებობს ისეთი ურთიერთობები სადაც, პარტნიორები ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ და პატივი სცენ. თუმცა, უმრავლესობა ერთმანეთთან კომუნიკაციის სწორი ფორმის არჩევას მაინც ვერ ახერხებს. ოჯახის ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე ხშირად წყვილებს შორის კამათი იმის გამო ხდება, რომ ქალი სწორედ ამ 4 საბედისწერო შეცდომას უშვებს.


ჭკუის დარიგება



image


დაუსრულებელი ჭკუის დარიგება და გადაჭარბებული, უმიზნო ლაპარაკი ხშირად კამათისა და სკანდალის მიზეზი ხდება. სუსტი სქესის წარმომადგენლები ურთიერთობაში ამ შეცდომას გამუდმებით უშვებენ. ამიტომ, ქალბატონებო!!!! "ტვინის გაბურღვის" ნაცვლად შეეცადეთ რომ უბრალოდ გაჩუმდეთ.



უკიდურესობა


image


უკიდურესობაში გადავარდნა - ეს ქალების მეორე, საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. ისინი ან "სრულიად ხელმისაწვდომი" ან "აბსოლიტურად მიუწვდომლები" არიან, რაც ინტიმურ სფეროში შეიძლება საერთოდ, საბედისწერო შეცდომად იქცეს, რომელიც მამაკაცს ღალატისკენ უბიძგებს.


არ აძლევთ მას საუბრის საშუალებას


image


ზოგიერთი ქალბატონი მამაკაცს არა მარტო ურთიერთობის გარკვევისას, არამედ ყოველდღიურ ყოფაშიც კი წესიერად, სიტყვის თქმის საშუალებასაც კი არ აძლევს, დაიმახსოვრეთ, მამაკაცი რაც არ უნდა მშვიდი იყოს, ხანდახან საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი მასაც უჩნდება, ამიტომ მიეცით მას ამის საშუალება.



როცა საკუთარ მიმზიდველობას თავად აღარ აღიქვამთ



image


როცა ქალბატონი საკუთარ თავს მიმზიდველად თავად აღარ აღიქვამს, იცოდეთ, რომ ის, საკუთარი მეორე ნახევრისთვისაც, მომხიბვლელობას ავტომატურად კარგავს. ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს დეტალიც, ზემოთ ჩამოთვლილ 3 რჩევასთან ერთად და მერწმუნეთ, რომ თქვენი ოჯახური თანაცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და ჰარმონიული გახდება.



0
802
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
802