x
image
თორ ნიკე
ქაშქები - იბერო-კოლხური ტომი
ქაშქები - იბერო-კოლხური ტომი


ქაშქები მოხსენიებულნი არიან ეგვიპტურ, ასურულ, ხეთურ და სხვა წყაროებში შემდეგი სახელებით: ქასქები, გაშგები, კაშკები, ქაშკები, კაშკაშები, კაშკაიები, კაშკაები, გასაგები, კაშკუები და ასევე ეგვიპტურ იეროგლიფებში როგორც კტკყმ. წერილობითი წყაროები ამ უძველეს ტომს ჯერ კიდევ ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთური, ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურული წყაროები მოიხსენიებენ და აღწერენ მათ, როგორც ძლიერ ხალხს, რომლებიც უხსოვარი ცხოვრობდნენ პონტოს მთებში შავი ზღვის სამხრეთ სანაპირომდე. ისინი ეწეოდნენ ბინადარ ან ნახევრადბინადარ ცხოვრებას. უძველესი წერილობითი წყაროები იმასაც გვამცნობს, რომ ამ უმძლავრესმა ხალხმა - ქაშქებმა ძვ.წ. მე-15 საუკუნეში დარბიეს ხეთების დედაქალაქი ხათუსა.


ქაშქი


თავად ქაშქების მთავარი ქალაქები კი იყო ხალილა და დუდუსქა. მათი საზოგადოება ე.წ. "სამხედრო დემოკრატიას" წარმოადგენდა. ხეთების სამეფოს განადგურების შემდგომ, ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან ქაშქები მცირე აზიის აღმოსავლეთში განსახლდნენ სხვა დიდი იბერო-კოლხური ტომების თაბალებისა და მუშქების მეზობლად. მკვლევართა აზრით, მომდევნო საუკუნეებში შესაძლოა ქაშქების ერთმა ნაწილმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და სათავე დაუდო იმ ჩერქეზულ ტომს, რომელსაც ძველი ქართული წყაროები მოიხსენიებს როგორც "ქაშაგებს", არაბული წყაროები "ქეშაქს" და ძველი რუსული ტექსტები "კასოგს".



ქაშქი


ძვ.წ. XIV-XIII საუკუნეების ხეთების მეფეთა წარწერები სავსეა დიდ მეომარ ხალხთან - ქაშქებთან მრავალი ბრძოლის აღწერით, ამ ტექსტებიდან აშკარად ჩანს, რომ ხეთები უხშირესად თავდაცვის რეჟიმში ებრძოდნენ ქაშქებს. აქედანვე ცნობილი ხდება, რომ მეფე ხანთილის დროს ხეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ქალაქი ნერიქი ქაშქებს სასტიკად დაურბევიათ. ხეთების მეფე მურსილი II (მეფობის წლები ძვ.წ. 1321-1295 წწ.) იხსენიებს ქაშქების მეფეს სახელად - ფიხუანია (რომელიც ლაზებში გავრცელებული სახელი იყო). ისტორიული წერილობითი წყაროები ქაშქებს ხეთების დაცემის შემდეგაც მოიხსენიებს. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ.წ. 745-727) ასახელების ქაშქების მის დროინდელ მეფეს, რომელსაც ჰქვია დადიილუ.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

2
405
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
405
  
2021, 29 ივლისი, 0:22
შესაძლოა ისინი არც არიან პროტო-ქართული ტომი და საქმე გვაქვს ჩერქეზების, ყაბარდოელების, აფსუების ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური ენობრივი ოჯახის ხალხთა წარმომავლობის ძირთან.
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური ენობრივი ოჯახის ხალხის, ჩერქეზების, ადიღეელების, ყაბარდოელების, აფსუების და სხვათა წარმოშობა დღემდე ბურუსით იყო მოცული. ვარაუდობდნენ, რომ ისინი იყვნენ შუა აზიიდან გადმოსახლებულნი, მაგრამ ეს არ დადასტურდა და არ ჰქონდა რეალური დასაყრდენი და მხოლოდ ჰიპოთეზის, ვარაუდის დონით შემოიფარგლებოდა. ასევე ვარაუდობდნენ, რომ ისინი მცირე აზიის ადგილობრივი ხალხის, ხათების შთამომავლობა იყო, თუმცა ხათები ქართველურ სამყაროსთან, კოლხებთან მეტ სიახლოვეს ამჟღავნებენ. ახლახანს მიექცა ყურადღება იმას, რომ ჩერქეზული ხალხების სვანური სახელწოდებაა "ქაშგარ". ბოლო საუკუნეებში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელთა საერთო სვანური სახელწოდება "ქაშგარ" მხოლოდ ყაბარდოელებს შერჩა. სვანურმა ენამ შემოინახა მცირე აზიიდან ქაშქების ჩრდილოეთში გადასახლების პერიოდის უძველესი დასახელება და ამ ენამ შემოინახა ჩერქეზთა ნამდვილი ვინაობა. როგორც ჩანს, ჩერქეზული ხალხები წარმოდგებიან ქაშქებისგან. ქაშქები (Kaskians) იყვნენ ანატოლიელი, მებრძოლი, ძლიერი, არაინდოევროპელი ხალხი.
2021, 29 ივლისი, 0:21
ცხოვრებდნენ პონტოს მთებში შავი ზღვის სამხრეთ სანაპირომდე, ხეთების სამეფოს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით. იხსენიებიან ძვ. წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ და ძვ. წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში. ქასქების ენა ისევე როგორც მათი ეთნიკური კუთვნილების საკითხი, გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ ქასქები ადგილობრივი მცირეაზიული (პროტოხეთების მონათესავე) ტომები იყვნენ ან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მოსახლე აფხაზურ-ადიღეური წარმომავლობის ტომებს ენათესავებოდნენ. ეწეოდნენ ბინადარ და ნახევრად ბინადარ ცხოვრებას. ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებმა დაარბიეს ხეთების დედაქალაქი ხათუსა. ქასქების მთავარი „ქალაქები“ იყო ხალილა და დუდუსქა. ქასქების საზოგადოება ე. წ. „სამხედრო დემოკრატიას“ წარმოადგენდა. ხეთების სამეფოს განადგურების შემდეგ (ძვ. წ. XII საუკუნე), ასურული წყაროების მიხედვით, ქასქები მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, თაბალებისა და მუშქების მეზობლად ბინადრობდნენ. მკვლევარები ტერმინ „ქასქებს“ ჩერქეზების ტომთა სახელს უკავშირებენ, რამდენადაც ძველ ქართულ წყაროებში, მათ იხსენიებენ როგორც „ქაშაგებს“, არაბულ წყაროებში - „ქეშაქს“, ძვ. რუსულ ტექსტებში - „კასოგს“.
ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ხეთების მეფეთა წარწერები სავსეა მეომარ ხალხთან - ქასქებთან ბრძოლის აღწერით. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ ხეთები ხშირად თავდაცვის მიზნით ებრძოდნენ ქასქებს. ცნობილია, რომ უკვე მეფე ხანთილის დროს ხეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ქალაქი ნერიქი ქასქებს სასტიკად დაურბევიათ. ხეთების მეფე მურსილი II იხსენიებს ქასქების მეფე ფიხუნიას. ქასქებს მოიხსენიებენ ხეთების დაცემის შემდეგაც. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ. წ. 745-727 წწ.) ასახელებს ქასქების მეფე დადიილუს.
0 1 2