x
image
თორ ნიკე
სასპერები - იბერო-კოლხური ტომი
სასპერები - იბერო-კოლხური ტომი


ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484-425 წწ.) მიხედვით სასპერები ცხოვრობდნენ მიდიასა და კოლხეთს შორის. ის წერს: "კოლხიდიდან მიდიაში გადასასვლელი დიდი არაა. მხოლოდ ერთი ტომია ამ ქვეყნებს შორის, ესაა სასპეირების ტომი. (ჰეროდოტე, 1975, გვ. 76). რამდენადაც ჰეროდოტესთან სსაერთოდ არაა ნახსენები იბერები, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასპერები იგივე ჰიბერები/იბერები არიან. (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია). ჰეროდოტესტანვე სასპეირები, მატიანები (მითანელები), და ალაროდიელები (ურარტუელები) გვერდიგვერდ მოიხსენიება. შდრ. ტომთა მეორე ჯგუფი: მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინოიკები და მარები (იხ. იქვე გვ. 227). ეს ცნობები ხელს შეუშლის ჰიბერების, ტიბარენებისა და სასპეირების იდენტიფიკაციას: ტიბარენები და სასპეირები აშკარად სხვადასხვა იბერო-კოლხური (ქართველური) ტომია, ხოლო სასპეირებისა და იბერების იგივეობის დაშვება შესაძლებელია. იხ. მაგ. ს. ჯანაშია:


"სასპეირებით დასახლებული ტერიტორია რომაულ ხანაში სისპირიტად იწოდებოდა. იგი მოიცავდა იბერია-ქართლის სამეფოს ტერიტორიასაც. მხოლოდ მისი პოლიტიკური ცენტრი მცხეთა-არმაზის რაიონის სამხრეთით არის საძიებელი. სასპერ-იბერები ცხოვრობდნენ მდინარე არაქსის ხეობაში. მდ. ჭოროხის ხეობის ზემოთა ნაწილშიც და ევფრატის სათავეებშიც (ს. ჯანაშია, 1952, გვ. 21, 101, მსჯელობა იხ. აგრეთვე ქვემოთ)


სასპერი



შდრ. ქსენოფონტეს მიერ დასახელებულ ჰესპერიტებსა და სტრაბონის სვისპირიტეს სასპეირებთან აკავშირებდა. პ. ინგოროყვა (პ. ინგოროყვა, 1957, გვ. 506-507, იხ. აგრეთვე თ. მიქელაძე, 1967, გვ. 145-146; გ. ქავთარაძე, 1985, გვ. 133-134).

გ. მელიქიშვილის აზრით, სასპეირები იგივე ტაოხები არიან (გ. მელიქიშვილი, 1959, გვ. 268), თ. მიქელაძისა და ვ. ლიჩელის აზრით, სასპეირიტებს უნდა შეექმნათ "პროტოქართული ასო-ნიშნები", რომლებიც ძვ.წ. IV საუკუნეში შევიდა კოლხეთსა და იბერიაში (იქვე გვ. 19-25).


სასპერები - იბერო-კოლხური ტომი


ისტორიული დოკუმენტებიდან აშკარად ჩანს, სასპერები/სვისპირიტები კარდუხებისა და ტაოხების მეზობლად ცხოვრობენ. შდრ. ქსენოფონტეს ცნობით, ჰესპერიტები/ესპერიტები ფასიანთა მეზობლები არიან და ორივეს ერთი მმართველი - ტიბარიზი ჰყავთ (თ. მიქელაძე, 1955, გვ. 24-27); ჰესპერიტები ბერძნული ჰესპერას მიხედვით წარმოქმნილი წარმომავლობის სახელი ჩანს და დასავლეთ არმენიის მოსახლეობას აღნიშნავს (გ. ქავთარაძე, 1985, გვ. 132).


სასპერი


ვფიქრობთ ისტორიული ტოპონიმებიც (ტაო და სპერი/ისპირი) ცხადყოფენ ტაოხებისა და სპერების ცალ-ცალკე არსებობას. შეუძლებელია სპერების ენის გამოცხადება ლაზ-მეგრულად, რამდენადაც პირველ რიგში დასასაბუთებელია, საერთოდ იყო თუ არა ამ დროს მეგრულ-ჭანური. მეორეც, თუკი კოლხური ტომები მხოლოდ მეგრულ-ჭანურად მოლაპარაკე მოსახლეობის წინაპრებია, და ჰეროდოტეს მიერ დასახელებული მეორე დიდი ხალხიც - სასპეირებიც მეგრულ-ჭანურად მეტყველებენ. კავკასიასა და წინა აზიაში სხვა ქართველური ტომების ადგილი საერთოდ აღარ გვრჩება, ვინაიდან ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425 წწ.) წერს, რომ სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე ცხოვრობს ტომთა 4 დიდი გაერთიანება: სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები. სასპეირების გვიანდელ სახელად სავარაუდოა, რომ განზოგადდა ტერმინი იბერები, რომელიც ადრე ერთ-ერთი სასპერული ტომის სახელი უნდა ყოფილიყო. (წყარო: ტარიელ ფუტკარაძე, "ქართველები", ნაწ. I, პრექრისტიანული პერიოდი. 2005 წ.)


სასპერები აქემენიდური ირანის მძლავრობის პერიოდში ცხოვრობდნენ სპარსეთზე დაქვემდებარებულნი, მათ საცხოვრებელ ტერიტორიას მე-18 სატრაპია ეწოდებოდა და ხარკის სახით სპარსეთის მეფეს ყოველწლიურად უხდიდნენ 200 ტალანტს. ასევე ეკისრებოდათ სამხედრო ვალდებულება, როდესაც დასჭირდებოდა სპარსეთს, სასპერებს უნდა გამოეყვანათ ლაშქარი. ისინი მონაწილეობდნენ მაგალითად მეფე ქსექსეს ლაშქრობაში, რომელიც მოეწყო ბერძნული ქალაქ-სახელწიფოების დასაპყრობად და როდესაც მოხდა ცნობილი 300 სპარტელის ბრძოლა. სპარსული წყაროები აღწერენ მათს საომარ აღჭურვილობას და ვიგებთ, რომ ისინი კოლხების მსგავსად იყვნენ შეჭირვილნი: თავზე ხის მუზარადები ეხურათ, ხელთ ეპყრათ გამოუქნელი ტყავისგან დამზადებული პატარა ფარები და ეჭირათ მოკლე შუბები, ასევე დანები).





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
629
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0