საზოგადოებრივი აფშილები - კოლხური ტომი 2019, 26 ივნისი, 6:04 აფშილები ან ზოგგან მოხსენიებულნი, როგორც აფსილები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი. კოლხური ტომები დანამდვილებით ვიცით, რომ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მინიმუმ მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე თერმე-ჩაის შესართავამდე. (თ. ყაუხჩიშვილი). აფშილებს მოიხსენიებს რომაელი მწერალი გაიუს სეკუნდუს პლინიუსი (ახ.წ. 61-113 წწ.). ამ პერიოდში აფშილები აბაზგების სამხრეთით და მათ მეზობლად მოსახლეობდნენ და ეკავათ დაახლოებით დღევანდელი სოხუმის და მაშინდელი სებასტოპოლისის ახლომდებარე ტერიტორიები მის სამხრეთით. ასევე აფშილებს მოიხსენიებს არიანე (ახ.წ. 95-175 წწ.) და მისი ცნობების მიხედვით აფშილები ცხოვრობდნენ კოდორის ხეობაში. აფშილებს დაახლოებით I საუკუნიდან ჰქონდათ საკუთარი სამთავრო, რომელიც თავიდან რომის იმპერიას ემორჩილებოდა, ხოლო IV-VI საუკუნეებში ჯუანშერის ცნობით ის შედიოდა ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში. აფშილები შედიოდნენ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში და ანთროპოლოგიურად იყვნენ დასავლეთ ქართული ტიპის, ამიტომ მიჩნეულნი არიან უმეტესად კოლხურ ტომად (დასავლეთ ქართველური) და არა ადიღეურ ტომად. ქართველურ ტომად მათ მიიჩნევენ მაგალითად ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან სიმონ ჯანაშია, ს. ყაუხჩიშვილი, დ. მუსხელიშვილი და სხვ. ადიღეურ ტომად კი მიიჩნევენ გ. მელიქიშვილი, ზ. ანჩაბაძე და სხვ. და ამბობენ, რომ თანამედროვე აფსუები მათი მემკვიდრენი არიან. საინტერესოა რას ამბობენ ამის შესახებ ძველბერძნული წყაროები: აგათია სქოლასტიკოსის (536-582 წწ.) მიხედვით აფსარები კოლხების და მისიმიელების (სვანური ტომი) მონათესავენი არიან. VII საუკუნიდან აფშილების ერთი ნაწილი აბაზგებთან გაერთიანდა, ხოლო მეორე ნაწილმა ასიმილაცია მოახდინა დანარჩენ კოლხურ ტომებთან. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე474 2-ს მოსწონს
|