x
image
თორ ნიკე
აბაზგები - კოლხურ-ადიღეური ტომი
აბაზგები - კოლხური ტომი


აბაზგები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი. კოლხური ტომები დანამდვილებით ვიცით, რომ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მინიმუმ მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე თერმე-ჩაის შესართავამდე. აბაზგებს პირველად ახსენებს ფლავიუს არიანე (ახ.წ. 95-175 წწ.). ამ პერიოდში აბაზგები აფშილების ჩრდილოეთით და მათ მეზობლად მოსახლეობდნენ და ეკავათ დაახლოებით დღევანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. აბაზგებს I საუკუნიდან 786 წლამდე ჰქონდათ საკუთარი სამთავრო. ის გარკვეულ პერიოდებში სხვადასხვა ხარისხით ემორჩილებოდა ლაზიკის სამეფოს და ასევე რომის იმპერიას. აბაზგების ეთნიკური კუთვნილების შესახებ წყაროებში არ მოგვეპოვება ცნობები, თუმცა სახელწოდების მიხედვით მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ "აბაზგი" ეთნონიმ "აფხაზის" ბერძენთაგან შეცვლილი ფორმაა, სხვა შეხედულებით კი ის უკავშირდება ეთნონიმ "აბაზას". დღევანდელი აფხაზები ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან იგივე ჯგუფს, რასაც მეგრელები. და განსხვავდებიან ადიღეველებისა და ჩერქეზებისგან. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი აცხადებს, რომ აბაზები შესაძლოა იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი, რომელმაც შეითვისა მეზობლად მყოფი ადიღეური მოდგმის ხალხების ენა. ისე კი უნდა ითქვას, რომ როგორც კოლხები, ასევე ადიღეური მოდგმის ხალხები წარმოადგენდნენ ერთიან იბერო-კავკასიურ მოდგმას ქრისტემდე IV და შესაძლოა III ათასწლეულში და უფრო ადრე. ამაზე მეტყველებს მათი ერთნაირი ჰაპლოჯგუფიც - G2a, რომელიც დომინანტურია, როგორც კოლხური მოდგმის ტომებში, მთელ დასავლეთ საქართველოში, ასევე ადიღეველებში, ჩერქეზებში, ყაბარდო-ბალყარელებში, ყარაჩაელებსა და ოსებში.

IV საუკუნეში აბაზგებმა უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია სოხუმის ჩრდილოეთით, რითაც შეავიწროვეს მათ ჩრდილოეთით მცხოვრები კოლხური ტომი სანიგები. ამასთანავე განხდნენ ლაზიკას სამეფოს ქვეშევრდომნი.


აბაზგი. VIII საუკუნე.



VI საუკუნის შუა წლებში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს (მმართვ. 527-565) მოხდა აბაზგების გაქრისტიანება, თუმცა ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოპი კესარიელის (507-562 წწ.) ცნობით მათში ამ დროს ძალიან ძლიერი იყო წარმართული რწმენა.

VII საუკუნის I ნახევრიდან ეთნონიმი აბაზგები აერთიანებდა დღევალდელ ჩრდილოეთ აფხაზეთში მოსახლე ყველა ტომს, როგორც საკუთრივ აბაზგებს, ასევე აფშილებს, მეგრელ-ჭანებს და სვანებს და შინაარსობრივად უდრიდა ქართულ ტომობრივ ტერმინს "აფხაზს".

VIII საუკუნის შემდეგ უცხოური წყაროები აბაზგებს უწოდებენ როგორც საკუთრიც აფხაზებს, ასევე მთელ დასავლეთ საქართველოს, აფხაზთა სამეფოს მთელ მოსახლეობას და ზოგჯერ მთლიანად ქართველებს, როგორც ლიხთ იმერთ, ასევე ლიხს ამერთ.







კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
649
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0