საზოგადოება ემოციური კადრები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივიდან და აქციაზე დაფიქსირებული ილიკო სუხიშვილი, რომელმაც უარი თქვა გასტროლებზე რუსეთში 2019, 24 ივნისი, 17:01
საკმაოდ ემოციურია კადრები, რომლებიც ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ.
ადამიანთა უმრავლესობას ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული, რაც ერთგვარი გამოხატულებაა სოლიდარობის აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ…
აქციაზე მყოფთა შორის ფოტოგრაფმა ბევრი ცნობილი სახეც დააფიქსირა. მათ შორის : ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და ილიკო სუხიშვილი. აღსანიშნავია, რომ სუხიშვილებმა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო უარი თქვეს რუსეთში და რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე . ... "დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!" – წერენ სუხიშვილები თავიანთ "ფეისბუქზე". და იქვე კომენტარად აფისიქსირებენ: "პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ !" ... ფოტოგრაფი ნიკოლოზ ურუშაძე (NIkoloz Urushadze PH) კი სოციალურ ქსელში თავის ფოტოალბომს ურთავს სიტყვებს : „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ და საკუთარ ემოციებს ასეთი ფოტოების სახით გვთავაზობს: 426 2-ს მოსწონს
|