საზოგადოება "რუსები მოედანზე გამოვიდნენ მაისურებით, რომლებზეც რუსული ასოებით ქართულად ეწერა:“Гио мале гамоджамртелди”(ნინო ახობაძე) 2019, 24 ივნისი, 12:01
ნინო ახობაძე ფეისბუქზე შემდეგი შინაარსი პოსტს აქვეყნებს
“ვინაიდან მე-ც ცოცხალი ადამიანი ვარ ამიტომ ხან ცუდად ვარ, ხან კარგად. ხან მეცინება, ხან ვბრაზდები. არ მიყვარს ფრენდებთან გონორით ლაპარაკი, წაშლა, დაბლოკვა, კონფლიქტი. ვერიდები ხოლმე ამას. მაგრამ ზოგჯერ წამცდება ხელი ) აი ვკითხულობ, ვკიითხულობ ეს დღეები ნაირ-ნაირ პოსტებს. ყველა თავის აზრს წერს, თავის ტკივილს, თავის კედელზე. როცა დაძაბული დღეებია, დამეთანხმეთ ცოტა ძნელია-დარჩე მშვიდი და მომღიმარი. ანუ-არაფერი არ უნდა მაოცებდეს, წესით.
როცა ქვეყანაში რაღაც ირევა, რაღაც არასწორი ხდება-აქაც ირევა სიტუაცია. ყველა ჩვენსას გავიძახით და ყველას გვგონია რომ მართლები ვართ. ადამიანებო, გამიჯნეთ რა პოლიტიკა ჩვეულებრივი ადამიანებისგან-ეროვნების მიუხედავად! როგორ შეგიძლიათ აი ასე, ხელაღებით-ზიზღით წეროთ ყველა რუსზე. რუსი ტურისტი.
საკმაო ხანს მომიწია ბათუმში ცხოვრება. ტურისტად-არა. და რა მინდა იცი გითხრაათ?
იქ დასასვენებლად ჩამოსული ქართველიც მინახავს, რომელიც სიმინდის ტაროს პლяჟზე აგდებდა, თურქიც და რუსიც.
ღორივით გადამთვრალი ქართველიც ვნახე და რუსიც. ერთ დღეს ქართველმა გადაარჩინა პატარა გოგო დახრჩობას, მეორე დღეს-რუსმა. ესეც ვნახე. არ ვსენტიმენტობ.
იდიოტი რუსიც ვნახე, რომელიც პრეტენზიულად ითხოვდა გამყიდველისგან რაღაცას და ზიზღით გვიყურებდა, გეგონება მისი ვალი ჰქონდა მთელს აჭარას. და ხელზე რომ კოცნიდა მიმტანს გალანტურად, ასეთი რუსიც.
ქალი რომ ცემა პირდაპირ რესტორანში, ასეთ ქართველი კაციც ვნახე (((( ახლა ამის გამო ყველაზე ვთქვაა-ქართველი კაცები მეზიზღება-თქო? ადამიანი ჩამოდის შენს ქვეყანაში. შეეძლო სხვაგან ჩასულიყო. მაგრამ აქ მოუნდა. ის არ ჩამოდის შენი ქვეყნის დასაპყრობად, დასასვენებლად და დასათვალიერებლად ჩამოდის.
იმას შეიძლება შენზე მეტად სძულს თავისი პრეზიდენტი. შეიძლება უყვარს კიდეც. ან რაა გასაკვირი: ნახევარ საქართველოს მიშა უყვარს, მეორე ნახევარს-ბიძინა ესიზმრება ))
ბიცოლა მყავს რუსი. შარშან იყო სამოცკაციან ჯგუფთან ერთად ჩამოსული. კერძო ოჯახური ტიპის სასტუმროში ცხოვრობდნენ, სულ ხუთი დღით. ამაზე სტატუსიც დავწერე მაშინ, ბევრი ვიცინეთ, ვისაც გახსოვთ
და ბოლო დღეს მივედი, პარკი უნდა გადამეცა, მოსკოვში წასაღებად. თითქმის ყველა ასაკოვანი ბაბუშკა იყო იქ. ზოგი ტიროდა-ალბათ ამ სამოთხეში ვეღარ მოვხვდებით, რა კარგი იყო თქვნთანო. არაფერი ახალი მე არ დამიწერია. არცერთი: ბრეჟნევი, ანდროპოვი, ელცინი, პუტინი და გინდაც ეს ჩვენი ბედოვლათები არ ღირან ადამიანებს შორის სიძულვილად. — ერთხელ ჩემმა გიომ (ფეხბურთელია) ძალიან ცუდი ტრავმა მიიღო, და გერმანიაში გადააფრინეს. ოპერაციის დღეს მის გუნდს თამაში ქონდა, რუსეთში თამაშობდა მაშინ. და მთელი გუნდი, რუსები მოედანზე გამოვიდნენ მაისურებით, რომლებზეც რუსული ასოებით ქართულად ეწერა: “Гио мале гамоджамртелди” გავსკდი ტირილით მაშინ
არსებობს ამქვეყნად კიდევ რაღაც, პოლიტიკის გარდა. მაგ. სპორტი, ხელოვნება, მეგობრობა… რა ვიცი. რუსმა ქართველი მოკლა!!! და ქართველმა არ მოკლაა ქართველი?? ( ქართველმა არ წაართვა ქართვეელს? — მაპატიეთ ეხლა ეს აგიტაციასავით სტატუსი, მაგრამ ძალიან ცოტაა ცხოვრება ძალიან მოკლეა, იმისათვის რომ ზიზღში ვიცხოვრო. მე მიყვარს რუსები. მიხაროდა, როცა აქ ჩამოდიოდნენ და მოწონდათ ჩემი ქვეყანა. აი ზემოთ, დიიდ პოლიტიკაში-ვინ რა, როგორ და რა გარიგებით გადაინაწალა-მაგას ნაღდად ვერ მოვთხოვ ფოტოაპარატიან რუს ტურისტს! მერამდენედ ვწერ ამას….
და მერამდენედ მშლის ამ განწყობის გამო მეგობრობიდან ვიღაც ქართველი" 1903 4-ს მოსწონს
|