რელიგია "ერთ წელიწადში იმდენი ვიშოვე,რასაც ბევრი მთელი ცხოვრება ვერ შოულობს"-რელიგიის მსახურის აღიარება 2019, 22 ივნისი, 16:21
რელიგიის მქადაგებელები ტელეეკრანიდან მორწმუნეებს მილიონობით დოლარს სცინცლავენ.
რელიგიის მქადაგებლის ტოდ კუნცის(Todd Coontz ) ყოველი სამუშაო დღე ერთმანეთს ჰგავდა:კლასიკურ კოსტუმში გამოწყობილი და ხელში ბიბლიით მრევლს ტელეკრანიდან მოუწოდებდა გადმოერციხათ კონკრეტული თანხა:"ღმერთმა მომიწოდა მე, როგორც ფინანსურ მხსნელს"-ამბობდა ის წყნარი, დაბალი და ამათანავე ურყევი ხმით..და სჯეროდათ მისი, ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში კუნცმა მილიონობით დოლარი იშოვა მიმდობ ღატაკ მრველისგან(კვლევებით დამტკიცებულია, რაც უფრო ფინანსურად უჭირს ადამიანს, მით უფრო დამოკიდებულია რელიგიაზე) მაგრამ კუნცი მარტო ამაზე არ შეჩერებულა, მან მოიგონა "ახალი სამყარო" თავისი წესებით და ტერმინოლოგიით, რა დროსაც ის არის დედამიწის დიდი მისიონერი, მოწოდებული იმისთვის, რომ გამდიდრდეს. 21- საუკუნეში და მით უმეტეს აშშ-ში თითქოს ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ქრისტიანულ საკაბელო არხზე გვიან ღამით გამოდიოდა კუნცი იმათ "დასახმარებლად", ვისაც ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები სურდა. ირონიაა ისიც, რომ კუნცი ფულს ბიბლიურად "მარცვალს " უწოდებდა, მაგალითად: 273 მარცვალი, ან 333 მარცვალი, ყველაფერი დამოკიდებული იყო გადაცემის თემაზე, რელიგიის მქადაგებელი ირწმუნებოდა, რომ თუ მრევლი "მარცვალს დათესავდა", თანხა უკან დაუბრუნდებოდათ, რა თქმა უნდა "მოსავალით". ერთ ერთი მსხვერპლი იყო ლარი ფარდეტი კალიფორნიიდან, 2011 წლისთვის მას სერიოზული ოჯახური პრობლემები ჰქონდა, ქალიშვილი სერიოზულად ავად იყო, რისთვისაც მუდმივად ფინანსები სჭირდებოდა, მისი სამშენებლო ბიზნესი სულს ღაფავდა, "გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო", ამავე პერიოდში გაუფუჭდა სატვირთო მანქანა, რომლის რემონტისთვისაც 600 დოლარი მოთხოვეს, აი ამის შემდეგ გაახსენდა კუნცის დამაჯერებელი გამოსვლა ტელევიზიით.
"ერთხელაც ღმერთმა მიბოძა ჩემი ცხოვრების უდიდესი საწაული, რომელიც დაკავშირებულია ციფრებთან 2, 7 და 3"-ამბობდა კუნცი საკუთარ ქადაგებაში სასოწარკვეთილმა ფარდეტმა ჯერ 273 დოლარი გადარიცხა, შემდეგ კი 333 დოლარი და დაელოდა "სასწაულს".ამის შემდგ ლარი მიჯაჭვული იყო ქრისტიანულ საკაბელო არხებზე, სადაც წლების განმავალობაში სხვადასხვა მქადაგებლებს ურიცხავდა ფულს. სასწაული არ მოხდა, ცრუ იდეებით შეპყრობილი ლარის ცხოვრება კი საბოლოოდ დაინგრა, დღეისთვის ლარი ცოლთან ერთად ალაბამას შტატის პატარა ქალაქ კულმანში ცხოვრობს, მისი მისაღები ოთახი მხოლოდ საწერი მაგიდით და ოთხი სკამით შემოიფარგლება, ხოლო შიშველ კედლებზე ორიოდე ჯვარი ჰკიდია ბიბლიური წარწერით:"არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს"(ფილიპელთა 4:6-7) ფოტოზე:ლარი ფარდეტი გაკოტრებული და გაღარიბებულ ლარი ფარდეტს გონება მხოლოდ 2015 წელს გაუნათდა, როდესაც ტელევიზიით ნახა სატირული შოუ Last Week Tonight, რა დროსაც წამყვანი ჯონ ოლივერი დასცინოდა ქრისტიანული არხების მქადაგებლებს, ოლივერმა ყველა ის გვარები ჩამოთვალა, ვისაც ლარი წლების განმავლობაში ურიცხავდა ფულს, ლარი შოკირებული იყო. უკვე მეორე დღეს ცოლთან ერთად ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო ორგანიზაცია Trinity Foundation-ის შესახებ, რომლებიც თაღლითი მქადაგებლების საქმეს იძიებდა, ლარი დაუკავშირდა ორგანიზაციას, ყურადღებით მოუსმინეს და განუცხადეს, რომ იციან ყველა თაღლითის შესახებ. Trinity Foundation ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაარსდა ეკლესიის ბაზაზე, ფონდის დაამაარსებელი არის ოლი ენტონი. ფოტოზე: ოლი ენტონი ძალიან მალე ოლიმ შეამჩნია ერთი შეხედვით აუხსნელი ტენდეცია:ღატაკი, უსახლკარო ადამიანები უკანასკნელ კაპიკებს ურიცხავდნენ ტელემქადაგებლებს, რითაც ამდიდრებდნენ მათ, ოლი ენტონის გულუბრყვილოდ ეგონა, რომ მრევლს დაკარგულ ფულს უკან დაუბრუნდბეა, თუმცა გადააწყდა ბიუროკრატიულ მაფიას. ჯერ მიაკითხა Christian broadcasting association-ს, თუმცა არაფერი გამოუვიდა, შემდეგ პროკურატურას მიმართა, სადაც უთხრეს, რომ ტელემქდაგებლების სიტყვის და რელიგიის თავისუფლებას კონსტიტუცია იცავს, შემდეგ მსხვილ გამოცემებს მიაკითხა, თუმცა იქაც უარი უთხრეს:"ჟურნალისტური გამოძიება ძალზე შრომატევადი იქნებაო" ილი მიხვდა, რომ მრავალმილიარდიან მაფიოზურ ქსელს გადააწყდა, რომელიც გულუბრყვილო მორწმუნე ღატაკების ხარჯზეა აწყობილი. თუმცა ოლის ძალისხმევას უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, ბოლო-ბოლო პრესა დაინტერესდა და დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება, ფარული კამერით გადაღებული უამრავი მასალა დაგროვდა, შედეგი ის იყო, რომ დაიხურა ერთ-ერთი თაღლითის, რობერტ ტილტონის გადაცემა. ფედერალურმა კომისია აპირებდა რელიგიურ ტელეარხებისთვის ახალი კანონის შემოღებას, რითაც თაღლითობა მიმიმუმამდე იქნებოდა შემცირებული, თუმცა ეს მცდელობაც ჩაიშალა. აშშ-ში ეკლესია და რელიგიური ორგანიზაცები თავისუფალია ყოველგვარი გადასახადისგან, თუმცა ვალდებულნი არიან წარადგინონ თანამშრომლებზე და საქველმოქმედო პროექტებზე დახარჯული თანხის საბაზისო მონაცემები. რაც შეეხება შიდა საეკლესიო ხარჯებს, არც არავინ აკონტროლებს.ტელემქადაგებლებს კი სულ უფრო და უფრო ეზრდებათ მადა, მაგალითად "ღმერთმა უბრძანა", რომ კერძო თვითმფრინავით იფრინონ, თუ კითხვა დაგებადებათ, პასუხიც მზად აქვთ:"თვითმფრინავი სჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად, ფართო მასებში იქადაგონ სახარება" აი რას ამბობს ტელემქადაგებლის, ბენი ჰინის ოჯახის წევრი:"ეს არის კარგი ცხოვრება, შესანიშნავი ცხოვრება, ჩვენი სახლი მილიონობით დოლარი ღირდა, ჩვენი ყოველწლიური ხელფასი უფრო მეტი იყო, ვიდრე ბევრი ადამიანისთვის მთელი ცხოვრების შემოსავალი, გვყავდა BMW, Hummer, Ferrari F430, Mercedes-Benz SL500, მარტო უქმე დღეებში 100 000 დოლარს ვშოულობდით, გვყავდა პირადი დაცვა, ეს არის ყველაფერი ის, რის გამოც მღვდლებში აღძრავს სურვილს, საკუთარი სული გაყიდონ" 673 4-ს მოსწონს
|