საქართველო "მეგობრებო ჩვენთან სომხეთში ჩამოდით,იქ რუსების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან"-გამოხმაურება ცნობილი რუსი ტელეწამყვანის პოსტზე 2019, 22 ივნისი, 11:43 ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლივიევმა "ინსტაგრამზე" დააკომენტარა თბილისში მიმდინარე მოვლენები და თან თბილისში გადაღებული ფოტო დაურთო ტრანსფარანტით "RUSSIA IS OCCUPANT"
ფოტოს უამრავი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა.მათ შორის აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები ქართველი, ცნობილი იურისტი შოთა გორგაძე(დაბადებული სოხუმში). "ეს სარეკლამო ხერხია, რომელიც იწვევს რუს ტურისტებს იყიდონ რაიმე სუვენირი თბილისში"-წერს გორგაძე, თან დასძენს, რომ 2018 წელს საქართველოს 890 000 ტურისტი ეწვია. იქვე რუსების კომენტარებიც, სადაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი საერთოდ ან ბოლომდე ინფორმირებულები არ არიან.მაგალითად: "რატომ არის რუსეთი ოკუპანტი? 1801 წელს თვითონ მოითხოვა რუსეთის იმპერიასთან შეერთება, რომ თურქებისგან ეხსნა თავი"-წერს ერთ-ერთი. "არა და ოდესღაც მეგობრულად ვცხოვრობდით" "ეს რა ხდება, რა მოსდით ადამიანებს საქართველოში და უკრაინაში?რა ჭირი შეეყარათ?" "ახლა ვნახავთ როგორ იქნება საქართველო რუსი ტურისტების, ღვინის და მინერალური წლის იმპორტის გარეშე." აღსანიშნავია, რომ სომხებმა მაშინვე ისარგებლეს სიტუაციით: "მეგობრებო ეწვიეთ სომხეთს, იქ რუსების მიმართ ძალზე კეთილგანწყობილები არიან, კარგად დაისვენებთ, ბევრი რამის ნახვა და გასიჯვა არის შესაძლებელი" 1886 3-ს მოსწონს
|