![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120125979351.jpg)
აქტივირებული ნახშირი ცნობილია როგორც უნივერსალური ანტიდოტი, რომელიც სწრაფად გვათავისუფლების ხმაურიანი წვეულების შედეგებისა და ზედმეტი საკვებით გამოწვეული დისკომფორტისგან.ბოლო დროს კი აქტივირებულ ნახშირს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ.
მოდით, სამეცნიერო მასალებს დავეყრდნოთ და ისე შევამოწმოთ, თუ რამდენად კარგია აქტივირებული ნახშირი და ის მითებიც დავამსხვრიოთ, რომელთაც ბლოგერები თუ მოდური გამოცემები თავს გვახვევენ.
მითი № 1: გააჩნია დეტოქს-ეფექტი
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062119500679351.jpg)
ეს მითი რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ნახშირს უმატებენ არა მარტო საჭმელში, არამედ წვენებში და სხვა სასმელებში.ამასთან, ამ უკანასკნელთ დეტოქს ეფექტსაც მიაწერენ.
სინამდვილეში, აქტივირებული ნახშირი არა მარტო სასარგებლო, არამედ მავნე ნივთიერებებსაც აკავშირებს. ამიტომ თქვენს სასმელში შემავალი ვიტამინები თუ მინერალები თქვენს ორგანიზმს ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანენ. თუ თქვენი მიზანი ისაა, რომ სასარგებლო მინერალებით და ვიტამინებით გაამდიდროთ თქვენი ორგანიზმი და არა ინსტაგრამის მიმდევრები გააოცოთ უჩვეულო წვენით, მაშინ დალიეთ სასმელი, რომელიც ნახშირს არ შეიცავს.
მითი № 2:არ ურთიერთქმედებს სხვა წამლებთან
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062119584079351.jpg)
აქტივირებული ნახშირი ზოგიერთი წამლის, მათ შორის ანტიდეპრესანტების და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ადსორბირებას ახდენს, ამიტომ მათი ერთად გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში წამლის ეფექტი შემცირდება, ან საერთოდ გაქრება.
მითი № 3: ყოველთვის შველის საკვებით მოწამვლას
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120125979351.jpg)
აქტივირებული ნახშირი მარტო იმ ნივთიერებებთან შედის ქმედებაში, რომელიც კუჭში ან ნაწლავებშია.
თუ ტოქსინები სისხლში გადავა, ნახშირის დალევას აზრი არ აქვს.ასე ინტოქსიკაციის სიმპტომებს მხოლოდ რამდენიმე საათით გადაავადებთ.
მითი № 4:აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120161079351.jpg)
აქტივირებულმა ნახშირმა შესაძლოა გულისრევა და დიარეა გამოიწვიოს. ადამიანები ზოგჯერ ყოველ საათში სვამენ აბების მორიგ დოზას, ჰგონიათ, რომ ნაწლავურ პრობლემებს ასე უფრო აირიდებენ თავიდან. შედეგად კი ირღვევა მეტაბოლიზმი და ფერხდება სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა.მკურნალობის ხანგრძლივი კურსისას კი ვითარდება ყაბზობა ან დიარეა. პირღებინება კი პაციენტების 20%-ს აღენიშნება. და რადგან ნახშირი სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმასაც ახდენს, შესაძლოა დისბაქტერიოზიც განგივითარდეთ.
მითი № 5:წმენდს კანს
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120300079351.jpg)
ნახშირს ხშირად გამოიყენებენ სახის გასაწმენდ საშუალებებში. თეორიულად, ნახშირს მართლაც შეუძლია ფორები ღრმად გაწმინდოს, მაგრამ იმისთის, რომ მან მოქმედება დაიწყოს, რამდენიმე საათია საჭირო, მაშინ როცა სახის გასაწმენდი საშუალებები რამდენიმე წუთში უნდა ჩამოიბანოთ.
მითი № 6: გვეხმარება არ დავთვრეთ
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120345179351.jpg)
ნახშირი ყველა ნივთიერებას როდი იწოვს. მაგალითად, ის საერთოდ არ ურთიერთქმედებს ეთანოლთან. ამიტომ, მისი დალევა წვეულების შემდეგ არც ისე კარგი იდეაა. უფრო ცუდად ვერ გახდებით, მაგრამ არც დადებითი ეფექტი ექნება.
აქტივირებული ნახშირი ასევე უძლურია იმ ტოქსინების მიმართ, რომელსაც ეთანოლი გამოყოფს. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლი სწრაფად ხვდება სისხლში. ნახშირი კი, როგორც აღვნიშნეთ, მარტო იმ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებს, რომელიც კუჭსა და ნაწლავებშია.
მითი № 7:გვათავისუფლებს ცუდი ქოლესტერინისგან
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120455879351.jpg)
როგორც უკვე ვთქვით, აქტივირებული ნახშირი სისხლში არ გადადის, ამიტომ მისი გაწმენდა არ შეუძლია. უფრო მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნახშირი არ შეიწოვება იმ რაოდენობით, რომ მან რაიმე დადებითი ზეგავლენა იქონიოს მეტაბოლიზმზე და არც სისხლის გაწმენდა შეუძლია.
მითი № 8:ეხმარება გახდომაში
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120541679351.jpg)
ნახშირის აბები ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ წელის გარშემოწერილობის შემცირებაში. ცხიმის დამწველი ან ცხიმის მშთანთქავი თვისებები მას არ გააჩნია.
მითი № 9: აუმჯობესებს თმების მდგომარეობას
![9 ფაქტი აქტივირებულ ნახშირზე,რომელიც
ფარმაცევტებმაც არ იციან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201906/2019062120582779351.jpg)
ნახშირი შამპუნების შემადგენლობაშიცაა, ბლოგერები კი მის ნიღბებს უწევენ რეკომენდაციებს.ქერტლისგან გათავისუფლება, თმის ზრდა, მათი სტრუქტურის აღდგენა-აი, რას გვპირდებიან ასეთი შამპუნების მწარმოებლები. თუმცა, მოდი განვიხილოთ: ქერტლის მიზეზი სოკოა და მას ადსორბციით ვერ გაუმკლავდები. თმის ზრდისთვის კი თმის ფოლიკულებს სჭირდებათ სტიმულირება, რაც ნახშირის აბებს არ შეუძლიათ. შეიძლება თავის კანი გაწმინდოს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისთვის ის რამდენიმე საათით უნდა გაიჩეროთ კანზე.