x
image
ეკა ლაცკა
დემეტრე ნაყოფიას ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს
image

2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულ ახალგაზრდა მსახიობს დემეტრე ნაყოფიას, რომლის ფოტომაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა, საბედნიეროდ თვალი შეუნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ დემეტრეს რეზინის ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა.

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექიმები ოპერაციის გზით მისი თვალის შენარჩუნებას ცდილობდნენ.


დემეტრე ნაყოფიას მეგობარი, ნიკა ლაშხია ექიმებს მადლობას უხდის:

„მეგობრებო, ჩემს მეგობარს დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, მადლობა ექიმებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს.

დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას.“

0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0