კულტურა ამერიკელმა მსახიობმა ბელა ტორნიმ ჰაკერის ჯიბრით შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა 2019, 20 ივნისი, 14:21 ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ბელა ტორნიმ twitter-ის საკუთარ გვერდზე ჰაკერის ჯიბრით, რომელმაც გვერდი გაუტეხა, საკუთარი შიშველი ფოტოები დადო. ვარსკვლავმა გამოაქვეყნა ჰაკერთან მიმოწერის სქრინები, სადაც ჩანს მსახიობის შიშველი ფოტოები, გოგონამ აღნიშნა, რომ ჰაკერი აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, რომ სახალხოდ გამოქვეყნებდა მის შიშველ ფოტოებს და ვიდეოს. "მე დიდი ხნის განმავლობაში ჩემი გამოყენების უფლებას ვაძლევდი მამაკაცებს, უკვე ყელში ამოვიდა, მე ეს სახალხოდ გამოვფინე, გადავწყვიტე, რომ ჩემგან ვერაფერს მიღებ, დღეს უკეთესად დავიძინებ, რადგან ვიცი, რომ საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე, შენ ვერასდროს შეძლებ აკონტროლო ჩემი ცხოვრება"-აღნიშნა ტორნიმ. გოგონამ აღიარა, რომ მომხდარი ინციდენტის გამო მთელი დღე და ღამე ტიროდა, ამასთანავე მსახიობმა ჰაკერი გააფრთხილა, რომ მასთან მალე გფბ-ს აგენტი მოვა. ბელა ტორნი ცნობილი გახდა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა:Blended(2014) The Duff (2015) და Amityville: The Awakening(2017) 706 5-ს მოსწონს
|