საზოგადოებრივი ბიძერები - კოლხური ტომი 2019, 20 ივნისი, 1:27 ბიძერები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან, რომლებიც ამავე დროს კოლხეთის სახელმწიფოშიც შედიოდნენ და ჰქონდათ დამოუკიდებელი ქვეყანაც რაღაც პერიოდით - ვიტეროხი. ისინი უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ დღევანდელი აჭარის და ლაზეთის მიწებზე, ძველი ბერძნული წყაროები ამბობენ, რომ ბიძერები (ზოგჯერ მოიხსენიებიან როგორც ბუზერები) ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, მდინარე ჭოროხის სამხრეთით, ასევე მათი ნაწილი პონტოს მთებშიც. სამხრეთით კი მათ კიდევ ერთი კოლხური ტომი ჰეპტაკომიტები ანუ შკვითინები უმეზობლდებოდნენ. ბიძერთა საცხოვრისზე შემდგომში ჩამოყალიბდა ოძრხეს საერისთავო, რომელიც ახლანდელი დაბა აბასთუმნის მიდამოებში მდებარეობდა. პირველად ბიძერები ჯერ კიდევ ძვ.წ. IX-VII საუკუნეებში იხსენიებიან ურარტულ წყაროებში, სადაც ბიძერების ქვეყანას უიტერუ(ხი) ან უიტირუ(ხი)ს უწოდებენ. ურარტუს რიგით მე-6 მეფემ, სარდურ მეორემ (მმართველობის წლები ძვ.წ. 764-735) მოახერხა და ბიძერების ქვეყანა ან მისი ნაწილი მაინც ურარტუს შემადგენელ პროვინციად აქცია, ააგო ციხესიმაგრე და თავისზე დაქვემდებარებული ხელისუფალი დანიშნა. შემდგომში ბიძერები უკვე სრულად კვლავ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდნენ. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ჰიტლერი6. ნაციზმი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე541 2-ს მოსწონს
|