x
image
თამილა გურაშვილი
არამიწიერი გონი მთვარიდან სიგნალს გვაძლევს
image
დაახლოებით 60 წელია მეცნიერები მთვარის ზედაპირზე სინათლის ნაწილაკების ამოფრქვევის აუხსნელ ფენომენს იკვლევენ, რომელიც კვირაში რამდენჯერმე ხდება.

დღემდე არ ყოფილა მთვარეზე იდუმალი ამოფრქვევების ფენომენის ზუსტი ახსნა, რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე აფიქსირებდა ადამიანი.

ბავარიელმა ასტრონომების ჯგუფმა გამოიყენა სპეციალურად შექმნილი ტელესკოპი მთვარეზე დასაკვირვებლად. ტელესკოპი აღჭურვილია ორი კამერით, რომელიც ავტომატურად აღრიცხავს ყველა საინტერესო მოვლენას. მკვლევარები ყოველ ღამე აკვირდებიან მთვარეს, რათა, იპოვონ იდუმალი ამოფრქვევის წყარო.

მთვარის ტელესკოპი მდებარეობს სევილიდან 100 კილომეტრზე კერძო ობსერვატორიაში, სადაც ამგვარი დაკვირვებისთვის ამინდი არის ოპტიმალური.


ვარაუდობენ, რომ ამოფრქვევები გამოწვეულია მზის ქარის გავლენით მთვარის ზედაპირზე, ან ეს შეიძლება იყოს მთვარის ზედპირზე მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგი, ან ეს სინათლის სიგნალები არის მთვარის სიღრმეში მიმდინარე სეისმური აქტივობის გაგრძელების შედეგი, რის შემდეგაც ხდება ზედაპირზე ამოფრქვევა გაზის, რაც შემდგომ იწვევს ნათებას.

თუმცა, გაზის ამოფრქვევით არ შეიძლება აიხსნას მოკლევადიანი ნათება, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება, სწრაფად ქრება და რაღაც უცნობ პროცესს უკავშირდება. აუცილებელია, ამ საიდუმლოების მანამდე გადაჭრა, სანამ მთვარეზე დაიწყება მუდმივი ბაზების შექმნა.

ისმის კითხვა, თუ რატომ ვერ შეძლო აეხსნა ასტრონომიის ყველაზე გამოჩენილმა გონებამ ეს ფენომენი. შემოთავაზებული თეორიები ვერ უძლებენ ანალიზს.

მთვარეზე ამოფრქვეულ ნათებასთან ერთად შეიმჩნევა საპირისპირო აუხსნელი ფენომენი, როდესაც მთვარის გარკვეულ ნაწილზე ხდება დაბნელება. მთვარეზე ასევე შეიმჩნევა წითელი, ლურჯი, მწვანე და იისფერი ბრწყინვალება.

ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ციმციმები და დაბნელება შეიძლება იყოს არამიწიერი გონის სიგნალები.





1
1183
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1183
  
2019, 24 ივნისი, 2:48
გამოცანა:
ისწავლე და შენი ქცევით
თავი ყველას შეაყვარე,
დედამიწის ერთ თანამგზავრს,
ყველამ იცის, ჰქვია - (მთ...ე). :)
0 1 1