x
image
_K_
როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო ID ბარათისთვის - 7 მარტივი ხერხი

image
ალბათ, ცოტა ადამიანს თუ მოსწონს საკუთარი ფოტო ოფიციალურ დოკუმენტებში. რა თქმა უნდა, ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა, თუ უახლოეს მომავალში აპირებთ ფოტოს გადაღებას ID ბარათისთვის, პასპორტისთვის, მართვის მოწმობისთვის ან სხვა დოკუმენტისთვის, სტატიაში მოცემული რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ.








ეცადეთ, ნიკაპი არ ასწიოთ.

ეს ერთ-ერთია ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომათაგან: ცდილობთ, სწორად იჯდეთ, მაგრამ ნიკაპს ზედმეტად მაღლა სწევთ. შედეგად, ისე ჩანს, თითქოს მთავარი აქცენტი ცხვირის ნესტოებზეა გაკეთებული. ასეთი ფოტო ბუნებრივი არაა, ნიკაპი კი დიდი და "მძიმე" ჩანს. სცადეთ, მოდუნდეთ და თავი ზედმეტად უკან არ გადასწიოთ.

image








არ გადასწიოთ თავი უკან.

თუ თავს ზედმეტად წინ გადმოსწევთ, ფოტოში ღაბაბი გამოგიჩნდებათ, ხოლო თუ ზედმეტად უკან, მაშინ აქცენტი ცხვირის ნესტოებზე გაკეთდება და დიდი ნიკაპი გამოგიჩნდებათ. სცადეთ, თავი ოდნავ დაბლა ჩამოსწიოთ და წინ იყუროთ. ასე საუკეთესო შედეგს მიიღებთ.


image








არ გარისკოთ ფართო ღიმილი.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ფართო ღიმილი ოფიციალური დოკუმენტის ფოტოსთვის შეუფერებელია. თუმცა, შეგიძლიათ, მსუბუქი ღიმილი სცადოთ, რომლის დროსაც მხოლოდ ტუჩის კუთხეები იწევა ოდნავ მაღლა.

image








არ მოიღუშოთ.

შეკრულ წარბებს ფართო ღიმილზე მეტად შეუძლია ფოტოს გაფუჭება. ამის თავიდან ასაცილებლად, სცადეთ, ოდნავ ასწიოთ წარბები, თითქოს რაღაცამ გაგაოცათ. თუმცა, დარწმუნდით, რომ შოკირებულად არ გამოიყურებით!

image







არ დაგავიწყდეთ თმის გასწორება.

აირჩიეთ კოხტა, აკურატული ლუქი. მოერიდეთ ზედმეტად გამოპრანჭვას და არაბუნებრიობას. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი წესის მიხედვით, დოკუმენტის ფოტოში შუბლი, თვალები და წარბები დაფარული არ უნდა იყოს.

image








ყურადღება მიაქციეთ მაკიაჟს.

მოერიდეთ მკვეთრ და ბრჭყვიალა თვალის ჩრდილებს, პომადასა და ჰაილაითერს. შეიძლება, მკვეთრ სინათლეზე ამან ასაკი მოგიმატოთ. უმჯობესია, მაკიაჟი მატე ტონებში გადაწყვიტოთ.

მნიშვნელოვანია წარბები და წამწამებიც. ისინი ბუნებრივი უნდა იყოს. პომადაც, უმჯობესია, ტუჩის ფერს შეესაბამებოდეს. თუმცა, არ აირჩიოთ ძალიან ღია ფერის ტუჩსაცხი.

image







აირჩიეთ შესაფერისი ტანსაცმელი.

როგორც წესი, ოფიციალურ დოკუმენტებში სახეზე იღებთ სურათს, ამიტომ აუცილებელი არაა საუკეთესო გამოსასვლელი ტანსაცმლის ჩაცმა. გაითვალისწინეთ, დიდი აქსესუარები შეიძლება უცნაური გამოჩნდეს, კაპიშონიანმა ზედამ კი შექმნას იმის ილუზია, რომ კუზი გაქვთ. რეკომენდებულია, დოკუმენტის ფოტოსთვის მუქი ფერის სადა ზედა აირჩიოთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო - 12 მარტივი ხერხი

image


2. 10 სასარგებლო რჩევა გოგონებს ზაფხულისთვის

image


3. 10 შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ

image

0
1156
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0