სხვა რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება - კვლევის შედეგი 2019, 12 ივნისი, 9:49 ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა იმის გასარკვევად, თუ რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება. როგორც აღმოჩნდა, ყველაფრის მიზეზი სხვადასხვა სახის შფოთვაა.
მეცნიერებმა 2000 ბრიტანელი გამოიკვლიეს, რომელთაც იმის შესახებ უნდა ეთქვათ, სტუმრად ყოფნის დროს თავს რამდენად კომფორტულად გრძნობდნენ.
როგორც გაირკვა, გამოკითხული ხუთიდან ორს მეგობრებთან ან ნაცნობებთან დარჩენა დიდად არ სურს, რადგან იციან, რომ ვერ გამოიძინებენ ისე, როგორც საკუთარ ლოგინში.
ყველაფერში დამნაშავე შფოთვაა, მათ შორის მეგობრის პირად სივრცეში შეჭრის სურვილის არქონა. მაგალითად, სახლის მფლობელის ძილის დარღვევა ტუალეტში გასვლის ან წყლის მოთხოვნის დროს. ამ სიაშია არაკომფორტული ლეიბი, თეთრეული, დამატებითი აქსესუარების ვერ მოთხოვნა დამორცხვების გამო. აქვე შედის შხაპის მიღება, რისი მოთხოვნაც ყოველთვის კომფორტული არაა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 54 % მეგობრებს სიმართლეს არ ეუბნებოდნენ, რომ არ ეწყენინებინათ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. აშშ-ში სამკაულით კონტრაცეპტივების ტესტირებას ატარებენ 2. ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში 3. ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა 4. სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა 5. იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
606 შეფასება არ არის |