სხვა რუსეთში 11 წლის გოგონა 47 წლის მამაკაცისგან დაფეხმძიმდა 2019, 8 ივნისი, 15:21 მხოლოდ ერთი დღე-ღამე დასჭირდა პოლიციას, რომ დაედგინა ვინაობა და დაეკავებინა უზბეკეთის მოქალაქე, 47 წლის კახრამონ ნასერდინოვი. როგორც დადგინდა, 11 წლის გოგონა, რომელიც ქალაქ ლიტკარინოდან არის(მოსკოვის გარეუბანი) უზბეკეთის მოქალაქესთან არაერთხელ სექსულური კონტაქტის შემდეგ დაფეხმძიმდა.კახრამონ ნასერდინოვი მეზობელ სახლში ცხოვრობდა, ხოლო 11 წლის კატია(სახელი შეცვლილია) მის ქალიშვილთან მეგობრობდა. განცხადება პოლიციაში 6 ივნისს კატიას დედამ შეიტანა, როდესაც დადგინდა, რომ მისი გოგონა ფეხმძიმედ იყო.დედამ მხოლოდ ბოლო მომენტში გაიგო, მისი გოგონას ზრდასრული ცხოვრების შესახებ. პედოფილი მამაკაცი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ცოლთან და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, როდესაც მათ 11 წლის კატია სტუმრობდა მის ქალიშვილთან სათამაშოდ, მამაკაცს გოგონა ცალკე ოთახში გაყავდა, (ცოლი ამ დროს სამსახურში იყო, თვითონ არსად მუშაობდა)მისი ქალიშვილი ვერც ხვდებოდა რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. სარგებლობდა ამ მომენტით და პატარა გოგონას მუქარით აიძულებდა სექსს. ამჟამად მე-4 კლასელი გოგონა 26 კვირის ფეხმძიმეა, ანუ ის დროა, როდესაც უკვე აბორტი გამორიცხულია, 11 წლის გოგონა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, იგი ძალზე პატარაა და სუსტი, ექიმი-გინეკოლოგები ზუსტ პროგნოზს ვერ იძლევიან, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს მშობიარობას. გოგონასთან პარალელურად ფსიქოლოგები მუშაობენ. ამა წლის მარტში მოსკოვში მე-13 სართულიდან გადმოხტა 14 წლის გოგონა, მას შემდეგ, როდესაც სახლში მოულოდნელად დაბრუნებულმა დედამ სექსის დროს შეუსწრო. გოგონა მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ საათში გარდაიცვალა.როგორც გაირკვა, 34 წლის დედამ იმ დროს შეუსწრო სახლში, როდესაც 18 წლის უმუშევარი ახალგაზრდა აუპატიურებდა გოგონას.
717 6-ს მოსწონს
|