x
image
Lerato
10 ყველაზე სახიფათო და არაადეკვატური ცხოველი დედამიწაზე

image


ყოველთვის ვერ მიხვდებით, თუ რა აქვს ჩაფიქრებული ცხოველს, რომლის გვერდითაც აღმოჩნდით. სტატიაში წარმოგიდგენთ ათ ყველაზე არაპროგნოზირებად და არაადეკვატურ ცხოველს. მათთან საქმის დაჭერა უკიდურესად სახიფათოა, როგორც ჯანმრთელობისთვის ისე სიცოცხლისთვის.


10. თაფლიჭამია

image


თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია, დიდი ცხოველი არ არის, მაგრამ ძალიან ძლიერია. გინესის რეკორდების წიგნში ხმელეთის ყველაზე მძვინვარე მხეცის სახელითაა შესული. მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ამ ცხოველს ნამდვილად უყვარს თაფლით პირის ჩატკბარუნება. თუმცა, ზოგჯერ არც მტაცებლურ ცხოვრების წესზე ამბობს უარს. თაფლიჭამია მაშინაც კი სახიფათოა, როდესაც საკვებს არ ეძებს. ასე რომ, ის სრულიად მოულოდნელად შეიძლება თავს დაესხას მაჩვზღარბას, ანტილოპას და კამეჩსაც კი დაემუქროს. რეინჯერებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც რეიტელს ორთაბრძოლა ჰქონდა გამართული ახალგაზრდა ლომთან და ლეოპარდთან. თუმცა, მისი ადამიანთან შეხვედრა ძალზე იშვიათად ხდება.


9. თახვი


image


თახვი ძველი სამყაროს ფაუნის ყველაზე დიდი მღრღნელია. ადამიანს მისი კაშხლის შენების უნარი ნამდვილად შეშურდება, თუმცა არავის შეშურდება იმ ადამიანის, ვინც მის სამფლობელოში გაბედავს და შეიჭრება. თახვი მესაკუთრე ცხოველია – ის ყველა შესაძლო საშუალებით დაიცავს თავისი ტერიტორიის საზღვრებს.


რეალურ საფრთხეს ადამიანისთვის იშვიათად წარმოადგენს, მაგრამ თუ ის თავდასხმისას თავის კბილებს გამოიყენებს, ხერხის ეფექტით – ცოტა ნამდვილად არ მოგეჩვენებათ.

იმის და მიხედვით თუ რამდენად ერევა ადამიანი თახვების ბუნებრივ გარემოში, მატულობს კონფლიქტებიც. თუ როგორი სახიფათოა მათთან ურთიერთობა, ამას ბელორუსიაში მომხდარი ფაქტიც მოწმობს – როდესაც ერთმა მეთევზემ თახვთან სურათის გადაღება მოინდომა, ამ უკანასკნელმა პირდაპირ არტერია გადაუღრღნა, რის შედეგადაც ადამიანი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.


8. ირემი

image


ადამიანისთვის ირემი ერთი უწყინარი ბალახიჭამია ცხოველია, რომლის მოშინაურებაც ძალიან ადვილია. ჩვენ მისი ძლიერი ჩლიქებისა და მძიმე რქებისაც კი არ გვეშინია. თუმცა, მეცნიერები სულ სხვა აზრისანი არიან. ნებისმიერი ზოოლოგი გეტყვით, რომ მამრი ირემები შესაძლოა ზედმეტად აგრესიულები იყვნენ შეწყვილების სეზონის განმავლობაში. ამას წინათ ლონდონის ერთმა მაცხოვრებელმა, რომელსაც ქალაქის პარკში გაშმაგებული ჩლიქოსანი მოსდევდა, თავს გაქცევით უშველა. მას ხეზე ასვლაც კი მოუწია, სანამ საფრთხე გადაივლიდა.


თუმცა, მოშინაურებულ ირემთან კონტაქტმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის არაპროგნოზირებადი რეაქციები. კანადელ ფერმერს, რომელსაც 11 თეთრკუდა ირემი ჰყავდა, თავს დაესხა ალფა-მამრი და გადათელა. ზოოლოგთა აზრით, ზრდასრულ ირმებს შეუძლიათ დაიცვან საკუთარი შთამომავლობა დათვებზე არანაკლები თავდადებით.


ამერიკის შტატ ოჰაიოში ერთი უჩვეულო ამბავი მოხდა: ირემი განწირული ქალის კივილმა გამოაღვიძა, რომელსაც თავს დაესხნენ. ჩლიქოსანმა ქალი გადაარჩინა –პირდაპირ თავდამსხმელისკენ გაქანდა და დააფრთხო მოძალადე.


7. ტასმანური ეშმაკი

image


ტასმანიის ბევრი ფერმერი ოცნებობს ამ ცხოველის გადაშენებაზე, რომელიც თავს ესხმის მათ საქათმეებს, ღამით კი ხმამაღლა ყმუის. ტასმანური ეშმაკი მართლაც ძალიან ხმაურიანი ცხოველია, არა აქვს მნიშვნელობა ნადირობს თუ ტრაპეზობს – მისი საშიში ხმები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ისმის.

ეს პატარა ჩანთოსანი ცხოველი საკმაოდ აგრესიულია: შეწყვილების დროსაც კი ტასმანური ეშმაკი აგრესიის დემონსტრირებას ახდენს. ის საკმაოდ კარგი მონადირეა – შეუძლია პატარა კენგურუც კი მოკლას.


ბერძნულ ენაზე ამ ცხოველს sarcophilus უწოდებენ, რაც თარგმანში "ხორცის მჭამელს" ნიშნავს. საკმაოდ ხარბია: მის ექსკრემენტებში ხშირად უპოვიათ ნემსები, ვერცხლისფერი ფოლგა, რეზინის ნაწილები, ფეხსაცმლის ფრაგმენტები და ჭურჭლის ტილოც კი.


ადამიანისთვის ეს ჩანთოსანი პრაქტიკულად საფრთხეს არ წარმოადგენს, მისი მოთვინიერებაც კი შეიძლება, მაგრამ უმჯობესია თუ მას არ შეაწუხებთ. საჭიროების შემთხვევაში ტასმანურ ეშმაკს შეუძლია 13 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.


6. ნიანგი

image


ჯერ კიდევ უძველეს დროში ნიანგი ადამიანისთვის საფრთხისა და ღალატის სიმბოლოს წარმოადგენდა. ის ნამდვილად არაპროგნოზირებადი მკვლელია, უფრო მეტიც – ძალიან ცბიერი და ჭკვიანი. მეცნიერბმა დაკვირვების შედეგად შეამჩნიეს ამ გიგანტური რეპტილიის ძალიან საინტერესო ნადირობის თავისებურებები.


მაგალითად, ნილოსის ნიანგი ჩიტებზე ნადირობისას ნაპირთან მიცურავს და ირინდება, ისე თითქოს მზეზე გათბობას აპირებს. სანამ დრო არ მოვა, ჩიტებს იგნორირებასაც კი უკეთებს. ფრინველებიც ძალიან ფრთხილობენ, მაგრამ როგორც კი რეპტილია ფსკერისკენ დაიწყებს დაშვებას, ისინი თამამად მიდიან მდინარის პირას. ზუსტად ამ მომენტში მტაცებელი ხტება წყლიდან და რამდენიმე ფრინველს ერთად იჭერს.


5. აფთარი

image


რეინჯერები ადასტურებენ, რომ ყველაზე სახიფათო მტაცებელი აფრიკულ სავანებში, მათ შორის ადამიანისთვისაც, არა ლომი და ვეხვია, არამედ აფთარია. სანამ ის მარტოა – საფრთხეს არ წარმოედგენს, მაგრამ როდესაც ერთად გროვდებიან, ლომისთვისაც კი საშიშები ხდებიან.

მათი ადამიანზე თავდასხმის ფაქტები საკმაოდ ხშირია. აფთრებს, დიდი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, შეუძლიათ მივიდნენ ადამიანების საცხოვრებელთან და მათი ხელიდანაც კი ჭამონ. მაგრამ თუ საკვები არ აღმოჩნდა ირგვლივ, 4-5 აფთარს შეუძლია ადამიანი ძვლებიანად შეჭამოს.


4. დათვი

image


მიუხედავად იმისა, რომ დათვის რაციონის 3/4 მცენარეული საკვები შეადგენს და მტაცებლად ძალიან იშვიათ შემთხვევაში გადაიქცევა ხოლმე, მაინც არავინ მოინდომებს მასთან შეხვედრას. დათვი, რომელიც 55 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს და თათის ერთი მოქნევით შეუძლია კამეჩი ხერხემალში გადაამტვრიოს, ადამიანს თავის გადასარჩენად შანს ნამდვილად არ მისცემს.


ამ მხრივ მხოლოდ ის გვამშვიდებს, რომ ის თავად ცდილობს არ შეხვდეს ადამიანს და როდესაც მას იყნოსავს ახლო-მახლო, ცდილობს გაეცალოს იმ მიდამოებს. მას სუსტად აქვს განვითარებული მიმიკური კუნთები, ყურები პრაქტიკულად არ უმოძრავებს, ამიტომაც გამოუცდელი ადამიანისთვის რთული იქნება მიხვდეს, თუ რა ხასიათზე იმყოფება. ცხოველის თავდასხმა შესაძლოა აბსოლუტურად მოულოდნელად და ელვის სისწრაფით მოხდეს.

image

3. ჰიპოპოტამი

image


ვინც არ უნდა დაარღვიოს მისი სიმშვიდე, ის დაუფიქრებლად ესხმის თავს მის შემწუხებელს. სპილო, ლომი, ნიანგი ცდილობენ, რომ არ მიუახლოვდნენ ამ აგრესიულ ცხოველს. თუმცა, ყველაფერი ჰიპოპოტამის ხასიათზეა დამოკიდებული.


სტატისტიკის მიხედვით აფრიკის ეროვნულ პარკებში ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა მათი თავდასხმის შედეგად იღუპება. ამ ბალახისმჭამელ ცხოველს აბსოლუტურად არ აინტერესებს ადამიანი, როგორც ნადავლი, ის აღიქვამს მას როგორც მეტოქეს, რომელიც მის ტერიტორიაზე შეიჭრა.


მრავალ ტონიანი გიგანტისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ნავის ამოყირავება, სადაც ადამიანები იმყოფებიან და შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაგლიჯოს წყალში განწირულად მოფართხალე რამდენიმე მსხვერპლი. ჰიპოპოტამების მოუქნელობაზე გადაჭარბებულად საუბრობენ. მოკლე დისტანციაზე ის კარგად ნავარჯიშებ სპორტსმენსაც კი წამოეწევა.


2. შავი მამბა

image


შავი მამბა, მართალია, ყველაზე შხამიანი გველი არ არის, მაგრამ ყველაზე სახიფათოა ადამიანისთვის. მისი საცხოვრებელი გარემო ბუჩქნარი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. "წყენისთვის შურისმაძიებელი" – ასე უწოდებენ მას აფრიკის კონტინენტის მაცხოვრებლები. გაუფრთხილებელი ადამიანი ხშირად ხდება მისი მსხვერპლი: სტატისტიკის მიხედვით მისი კბენისგან ყოველწლიურად 20 000 ადამიანი იღუპება.


შავი მამბა, პირველ რიგში, თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათის გამოა სახიფათო. თუ კობრა, მაგალითად, თავდასხმამდე სისინს იწყებს, უფრო მეტიც, პირველი შეტევისას შესაძლოა მხოლოდ თავი დაარტყას მოწინააღმდეგეს, მამბა ყოველგვარი წინაპროვოკაციული მოქმედებების გარეშე ესხმის თავს.


1. მაიმუნი

image


ჩვენს რეიტინგში ყველაზე არაპროგნოზირებადი ცხოველის ადგილს მაიმუნი იკავებს. მოგზაურები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკას სტუმრობდნენ, ხშირად შესწრებიან ფაქტს, როდესაც ხალხმრავალ ადგილებში მაიმუნები დიდ აგრესიას გამოხატავდნენ, მაშინ როდესაც სხვები ადამიანებს მხრენზე ესხდნენ და საკვებს თხოულობდნენ.


გიდების აზრით, ტურისტები რომლებიც პერიოდულად კვებავენ მაიმუნებს, დამნაშავენი არიან მათი ასეთი არაადეკვატური საქციელის გამო. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ტურისტებს არ ურჩევენ ბაბუინებთან მიახლოებასა და საკვების დემონსტრირებას, რადგან პრიმატები ადამიანზე ძლიერები არიან და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენონ.


ადამიანების მსგავსად მაიმუნები საკუთარ გარემოშიც სასტიკები არიან: ისინი იბრძვიან ლიდერობისთვის, იცავენ საკუთარ უფლებებს საცხოვრებელი ადგილისთვის. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ახალგაზრდა მაკაკა დროებით შეასახლეს გალიაში ძველმოსახლესთან. მათი ჩხუბი იმით დამთავრდა, რომ ახლად მისულმა მოწინააღმდეგე ყელზე მობმული თოკით გალიის ჭერზე ჩამოკიდა – სამწუხაროდ მეცნიერებმა ამ უკანასკნელის გადარჩენა ვერ მოახერხეს.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან?


ვინ იცავს ჩინეთის ავიაციის უსაფრთხოებას?


ლემურის 15 მცნება – მათთვის, ვისაც კარგად უნდა ცხოვრება! (სახალისო ფოტოკოლაჟი)


რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს


20 ადგილი დედამიწაზე, სადაც უფრო მეტი ცხოველია ვიდრე ადამიანი



1
2226
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2226
  
2019, 5 ივნისი, 12:57
როგორც ყოველთვის საინტერესოა.
რუსეთში, ციმბირის ტყეებში ცხოვრობს მტაცებელი "росомаха", რომლის ლათინური სახელი " Gulo gulo" გახლავთ.
ეს მტაცებელი იმდენად აგრესიულია ხიდან ცხენირემს ახტება ზურგზე და სანამ, კისერს არ გადაუღრღნის არ ეშვება.
რუსეთში ყველაზე საშიშ მტაცებლადაა ცნობილი, რადგან აღწერილია შემთხვევები, როცა ადამიანები იმსხვერპლა.
0 1 1