x
image
თამილა გურაშვილი
რატომ შეიცვლება ღამის ცა და რატომ არ გამოჩნდება ბევრი ვარსკვლავი ცაზე?
image
ასტრონომები გამაფრთხილებელ სიგნალს იძლევიან, ის გავლენას მოახდენს კოსმოსის შესწავლის შესაძლებლობაზე, ღამის ცა შეიცვლება და ბევრი ვარსკვლავი არ გამოჩნდება.

ყველაფერში დამნაშავე იქნება ილონ მასკის პროექტი Starlink-ი, რომელიც დედამიწაზე ყველა ადამიანს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწრაფი ინტერნეტით. პროექტი მოიცავს 2020 წლის ბოლომდე 12 000 საკომუნიკაციო თანამგზავრის განლაგებას დედამიწის დაბალ ორბიტაზე.

გასულ კვირას, ამ პროექტის ფარგლებში, კომპანია SpaceX- მა უკვე გაუშვა 60 თანამგზავრი დედამიწის დაბალ ორბიტაზე, დაახლოებით 450 კილომეტრის სიმაღლეზე.

ამის შემდგომ მილიონობით ადამიანს შეეძლო შეუიარაღებული თვალით დაენახა ცაში თანამგზავრები. სატელიტები აღმოჩნდა ძალიან შესამჩნევი ღამის ცაში - ეს არის ნათელი წერტილები, რომლებიც მოძრაობენ დიდი სიჩქარით.


ბევრ ადამიანს, ვინც ნახა Starlink-ის საკომუნიკაციო თანამგზავრები, ეგონათ უცხოპლანეტელთა თეფშები, რადგან არავინ არ უნახავს ასეთი ფენომენი ადრე. სატელიტების ჯგუფი კარგად შესამჩნევი იყო ურალის გარშემო ცაში.image

თავის მხრივ, ასტრონომები ძალიან შეშფოთებული არიან ამ სიტუაციით. ნათელი თანამგზავრები, კარგად ირეკლავს მზის სხივებს და ხელს უშლით კოსმოსური სივრცის შესწავლაში. გასულ კვირას გაშვებული თანამგზავრების დაჯგუფება ღამის ცაში ჩანს, როგორც ყველაზე ნათელი ვარსკვლავები.

ასტროფიზიკოსებმა გაიანგარიშეს, რომ როდესაც 1500 საკომუნიკაციო თანამგზავრი გაშვებულ იქნება სივრცეში, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იხილოს ღამე ცაზე 15-20 თანამგზავრის, ხოლო, როცა 12 000 თანამგზავრის მთელი ჯგუფი განლაგდება დედამიწის ორბიტაზე, 70-100 ობიექტის დანახვას შეძლებენ ადამიანები. თანამგზავრები გადანაწილდება მთელი დედამიწის სივრცეში, ასე, რომ დედამიწაზე ადგილი არ იქნება, საიდანაც არ გამოჩნდება სატელიტები.

საქმე ისაა, რომ თანამგზავრები ისეთ ორბიტაზეა განთავსებული, როცა ღამით მზის სინათლე მათზე ეცემა და ისინი ცაში ძალიან ნათელი წერტილები გახდებიან. სხვათა შორის, სატელიტების ზედაპირი დაფარულია მზის ამრეკლავი სპეციალური საფარით.

ილონ მასკი გამოეხმაურა სამეცნიერო საზოგადოების შეშფოთებას ამ პრობლემის გამო და განაცხადა, რომ SpaceX-ის ინჟინრები ამ შემთხვევას აუცილებლად გაითვალისწინებენ, მომავალი საკომუნიკაციო თანამგზავრების პროექტირებაში და შეეცდებიან მათი ზედაპირი ნაკლებ ამრეკლავი იყოს.


0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0