საქართველო "წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც დაუკავშირებთ ბიძინა ივანიშვილს" - პრემიერ - მინისტრი პარლამენტშია 2019, 31 მაისი, 15:05 პრემიერ - მინისტრს მამუკა ბახტაძეს მწვავე კითხვებისა ( ძირითადად საკითხები ეხებოდა ეროვნული ბანკისა და კატასტროფულად გაუფასურებული ლარის საკითხს.)და დაძაბულ გარემოში უწევს პასუხების გაცემა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პრემიერი პასუხობს: - "რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო! მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენლებთან, ამიტომ გთხოვთ შინაარსზე გაამახვილეთ ყურადრება თუ გაქვთ შინაარსობრივი პასუხი." პარტიას "ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადება პარლამენტის სხდომაზე ერთგვარი მოწოდება გამოპდგა პრემიერ - მინისტრ ბახტაძისათვის, სადაც დეპუტატმა განაცხადა: – "მე ვფიქრობ, რომ განსაზღვრა პარლამენტმა ის სტატუსი, რაც ჩვენს პრემიერ - მინისტრს გააჩნია.მე უბრალოდ მინდა ვკითხო მას რიტორიკულად! - როდის დატოვებს თანამდებობას! დაისვენოს თვითონ, დაასვენოს საზოგადოებაც, ქვეყანაც, ხალხიც, მე ვფიქრობ, რომ რასაც ეს ადამიანი დღეს აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა.ამ პარლამენტშიც ფიქტიურად მოდის, ტელევიზიაშიც ფიქტიურად გამოდის, და პრინციპში ეს ქვეყანას ეტყობა, რომ არა ჰყავს პრემიერ - მინისტრი".მწვავე დებატები და სიტყვის არ დასრულება მოჰყვა პარლამენტის სხდომაზე პარტია " ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერის ჭიაბერაშვილის გამოსვლას, რომელმაც ბახტაძეს "არანომინირებულიც" კი უწოდა.რაც შეეხება თავად პრემიერს, მან ოპოზიცია დაადანაშაულა : – " თიბისი" არის ძლიერი და სისტემური ბანკი და თავი დაანებეთ თქვენს პოლიტიკურ ნარატივში ამ კუთხით საკითხის დაყენებას... თქვენ ქვეყანა გინდათ წაიყვანოთ წარსულში... წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც დაუკავშირებთ ბიძინა ივანიშვილს"... რაც შეეხება დავით გარეჯის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მამუკა ბახტაძემ განაცხადა: - " მე არ ვაპირებ დეტალებში შევიდე, იცით, რომ ეს არის ფაქიზი საკითხი, ეს საკიტხი აუცილებლად იქნება დარეგულირებული ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას მეგობარ სახელმწიფოსთან, თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადება გააკეთა რომ ევროპას აქვს კოლონიალური პოლიტიკა უკრაინასთან და თქვენ თუ გულრწფელად ამბობთ რომ ეს ასეა, მაშინ გამოდით და გააკეთეთ ეს განცხადებები"... 55 3-ს მოსწონს
|