x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები... ყველაფერზე (კონკრეტული თემის გარეშე)

პორტო ფრანკო (იტ. porto franco – თავისუფალი პორტი) — პორტი, რომელშიც საქონლის შეტანა-გატანაზე საბაჟო გადასახადი გაუქმებულია ანუ თავისუფალი ვაჭრობის ზონაა. 1878-1886 წლებში მსგავსი რეჟიმი ბათუმის პორტში მოქმედებდა.


image




შავი პანტერა — კატისებრთა ოჯახის დამოუკიდებელი სახეობა არ არის. ის მელანიზმით დაავადებული ცხოველია, უფრო ხშირად – ლეოპარდი ან იაგუარი.


image




ფსიქოლოგებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინეს, რომ თუ ადამიანი სათვალეს ატარებს, ირგვლივ მყოფთათვის მისი IQ-ს შესახებ წარმოდგენა, დაახლოებით, 15 პუნქტით იზრდება.


image




24 საათში ადამიანი იმდენ სითბოს გამოყოფს, რომ ეს საკმარისია 33 ლ. ყინულოვანი წყლის დუღილის ტემპერატურამდე მისაყვანად.


image




მოხარშული კიბორჩხალა საჭმელად უვარგისია, თუ მას კუდი აქვს გაბზეკილი. რაც იმას ნიშნავს, რომ მოხარშვის მომენტისთვის, ის უკვე მკვდარი იყო. ცოცხალ კიბორჩხალას, ხარშვის დროს, კუდი ყოველთვის ეღუნება.



image




ლონდონის დიდმა ხანძარმა, რომელიც 4 დღის მანძილზე, – 1666 წლის 2-დან – 5 სექტემბრამდე მძვინვარებდა, 13 500 სახლი გაანადგურა და 70 000-ზე მეტი ადამიანი დატოვა ღია ცის ქვეშ. სამაგიეროდ, ქალაქი შავი ჭირისგან იხსნა. ჭირის შედეგად, შეიძლებოდა ლონდონის მოსახლეობის უმრავლესობა ამოწყვეტილიყო, ხოლო ხანძრის დროს, მხოლოდ 6 ადამიანი დაიღუპა.


image




ბრიტანელმა ფილოსოფოსმა იერემია (ჯერემი) ბენტემ, რომელიც 1832 წელს გარდაიცვალა, მთელი თავისი ქონება ლონდონის საავადმყოფოს დაუტოვა, იმ პირობით, რომ მისი სხეული სავადმყოფოს მმართველთა საბჭოს ყველა შეკრებას დაესწრებოდა...

და მისი ანდერძი შეასრულეს, გვამს კოსტიუმი ჩააცვეს, სახე ცვილით დაუფარეს და მაკიაჟი გაუკეთეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ის დღესაც საავადმყოფოს სათათბირო ოთახშია და ისევ ყველა კრებას «ესწრება».


image




17 წლის ასაკში, ვინმე ერიკ ვაისმა, ჰარი ჰუდინი დაირქვა და XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ილუზიონისტი გახდა.



image




ფალაბელა – მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის პონის სახეობაა. ზრდასრულ იცხენის სიმაღლე 40-იდან – 75 სმ-მდე არის, ხოლო წონა, შეიძლება 20-დან – 60 კგ-მდე მერყეობდეს.


image




«კუ ნინძების» ნახატ ფილმში, მხოლოდ დონატელოს ჰქვია აღორძინების ხანის მხატვრის და მოქანდაკის საპატივცემულოდ სახელი, ხოლო ლეონარდო, მიქელანჯელო და რაფაელი, უბრალოდ დაარქვეს და ეს მხატვრები დონატელოს ეპოქაში არც კი ცხოვრობდნენ (მხოლოდ ლეონარდო და ვინჩი იყო 14 წლის, როდესაც დონატელო გარდაიცვალა, დანარჩენი 2, ჯერ დაბადებული არ იყო).


image




სარა ბერნარი, ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი ქალი, თეატრის სცენაზე, 70 წლის ასაკში, 13 წლის ჯულიეტას როლს ასრულებდა.


image




ძველ ჩინეთში მამაკაცის და ქალის ჰომოსექსუალობისადმი განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. პირველი, მანკად ითვლებოდა და ასეთი მამაკაცი იდევნებოდა, რადგან მათი გაგებით, – მამაკაცის ენერგიის იანის უაზროდ ხარჯვა არ შეიძლებოდა, ხოლო ქალური ინი, ამოუწურავი იყო და მისი ხარჯვა პრობლემად არ ითვლებოდა.


image




კალიფორნიის უდაბნოს მილებში გამავალ ბუნებრივი აირში ქიმიურ ნივთიერებას ამატებენ, რომელიც ორბებს იზიდავს. იქ სადაც გაზის გაჟონვა ხდება, ფრინველები გროვდებიან, ხოლო მუშებს მხოლოდ ის ევალებათ, რომ ფრინველების თავმოყრის ადგილი შეამჩნიონ და დაზიანებული მილი შეაკეთონ.


image




პლატინა ესპანურიდან რომ ვთარგმნოთ, – «ვერცხლუკას» ანუ პატარა ვერცხლს ნიშნავს. ამ ლითონს ასეთი სახელი კონკისკადორებმა დაარქვეს. საქმე იმაშია, რომ პლატინა რთულად გადასადნობი და ძნელად დასამუშავებელი ლითონია და ამის გამო, შუა საუკუნეებში, ის ვერცხლზე 2-ჯერ უფრო იაფად ფასობდა. ამჟამად, მსოფლიო ბაზარზე, პლატინის ფასი, ვერცხლის ფასს, 100-ჯერ აღემატება.


imageimageimageimageimageimageimageimage








0
319
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0