სხვა «უხამსი პროდუქცია, რომელსაც ყველა ხმარობს», «დაჩქარებული დრო» და სხვა საინტერესო ფაქტები 2018, 26 დეკემბერი, 12:53 100 000 $-იანი ბანკნოტიყალბი არ გეგონოთ, ეს სავსებით რეალური დოლარის ბანკნოტის ფოტოა. თუმცა, გარკვეული თავისებურებები ნამდვილად გააჩნია… აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი. 1918 წლიდან მოყოლებული, გამოიცემა 500, 1 000, 5 000 და 10 000 ნომინალის დოლარის ბანკნოტები და ოქროს სერთიპიკატები, რომლებიც ძირითადად, ბანკთაშორის ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება 100 000 $ კუპიურას, უფრო სწორად, ოქროს სერთიფიკატს, ის 1934 წელს დაიბეჭდა და თავისუფალ მიმოქცევაში არასდროს ყოფილა. უხამსი პროდუქციაჩინეთში ტუალეტის ქაღალდი უკვე IV საუკუნეში არსებობდა, ხოლო აშშ-ში ის «თერაპიული ქაღალდის» სახით, მხოლოდ 1857 წელს გამოჩნდა. პირველი კომერციული ტუალეტის ქაღალდის გამომგონებელი ამერიკელი ჯოზეფ ჰაიეტი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვოდა, კომპანია «Scott Paper Company», რომელიც სხვადასხვა დასახელების სანიტარულ პროდუქციას უშვებდა, 1890 ტუალეტის ქაღალდის წარმოება დაიწყო. თუმცა, საქონლის წარმატება იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ მიაწვდიდნენ ამ «რთულად ასაღწერ» პროდუქციას მომხმარებელს. ქვეყნის კონსერვატული შეხედულებების გათვალისწინებით, მწარმოებელ კომპანიას არ უნდოდა ტუალეტის ქაღალდის შეფუთვაზე, მისი «უხამსობის» გამო, ფირმის სახელის დაწერა. ამიტომ, საკუთარ პროდუქციას ის კერძო დილერებს აწვდიდა და უკვე ისინი ქაღალდს ახლიდან ფუთავდნენ. ასეთი სიტუაცია 1903 წლამდე გრძელდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტუალეტის ქაღალდმა აღიარება მოიპოვა, «Scott Paper»-ის მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე, ოფიციალური მწარმოებილის სახელი გაჩნდა. დრომ სვლა დააჩქარაასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს დრო უფრს სწრაფად გადის. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მომდევნო წელის ხანგრძლივობის პროცენტული მაჩვენებელი, ასაკის მატებასთან ერთად, თანდათანობით მცირდება. მაგ., 4 წლის ბავშვისთვის, მომდევნო 1 წელი, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის 25 %-ს შეადგენს, ხოლო 40 წლის ადამიანისთვის – 0, 4 %. ამ მოსაზრებას საფუძვლად «პროპორციულობის თეორია» უდევს, რომლის მიხედვით, ჩვენს მიერ აღქმული დროის ხანგრძლივობა, ცხოვრების წლების ხანგრძლივობის პროპორციულია და ასაკთან ერთად, ჩვენს მიერ აღქმული «აწმყო», თეგრძნებებიდ დონეზე, თანდათანობით მცირდება – დღე უფრო მალე გადის, წელიც მოკლე გვეჩვენება... ყველაზე დიდი ტვინიგაირკვა, რომ ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 1\12 არის. ხოლო, უხერხემლოებს შორის, რეკორდსმენი – ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა სხეულის მასასთან – 1\4 არის. ყველაზე პატარა ციხე მსოფლიოშისან-მარინოს (მოსახლეობა 32 576) ციხეში მხოლოდ 6 საკანია და ამჟამად, მხოლოდ ერთი ადამიანი იხდის სასჯელს, ოჯახის წევრზე ძალადობის გამო. ციხეში არის ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი და ტელევიზორი. მაგრამ, სასადილო არ ფუნქციონირებს, რადგან ერთი ადამიანის გამო, სასადილოს მუშაობა ძვირი ჯდება. ამიტომ, პატიმარი ციხის თანამშრომლებთან ერთად რესტორანში დადის. უცნაური სანტაჩრდილოეთის ირმებს, რომლითაც სანტა მოგზაურობს, როგორც ხარს (მამალს), ისე ფურს(დედალს), აქვს რქები. შობა-ახალი წლისთვის, ზრდასრულ ხარ–ირმებს რქები უკვე მოცვლილი აქვთ. ისინი მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იცილებენ (ქორწინების სეზონის ბოლოს), ხოლო ფურ–ირმები რქებს მაის-ივნისში იცვლიან. ასე, რომ, სანტას მარხილში დედალი ირმები ჰყავს შებმული, მაგრამ სახელები, რატომღაც, მამალი ირმების ჰქვიათ: დეშერი (Dasher), დენსერი (Dancer), პრენსერი (Prancer), ვიკსენი (Vixen), კომეტი (Comet), კიუპიდი (Cupid), დონდერი (Donder), ბლიტცერი (Blitzen) და რუდოლფი (Rudolph). თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ფაქტები 526 3-ს მოსწონს
|