საზოგადოებრივი 15 საინტერესო ფაქტი დროსა და საათების შესახებ 2018, 8 მაისი, 15:15 1. ბიგ ბენი — საათის კოშკის კი არა, ზარის სახელია, რომელიც კოშკის შიგნით არის მოთავსებული. რაც შეეხება კოშკის ოფიციალურ სახელს, 2012 წლამდე – «ელისაბედის კოშკი» ჰქვია («უესტმინსტერის სასახლის საათის კოშკი» 1858 -2012 წწ. ), ელისაბედ II საპატივცემულოდ . დღე-ღამის საათებად დაყოფის შემდეგ, საჭირო გახდა საათის დაყოფა წუთებად. ძველ დროში, კალენდრების შედგენის დროს, დიდი ყურადღებს აქცევდნენ მზის სისტემის დიდ პლანეტებს – იუპიტერს და სატურნს. იუპიტერი მზის ირგვლივ შემობრუნებას 12 წელს ანდომებს, სატურნი - 30-ს. ამ პლანეტების ციკლების შეთავსებით, აიღეს 60 წლიანი ძირითადი ციკლი, რომელიც ორივე პლანეტის მოძრაობის ციკლს ერგებოდა (იუპიტერი (5X12=60) და სატურნი (2X30=60) და რადგან 60 ყველაფრის თავი იყო, საათი 60 წუთად, ხოლო წუთი 60 წამად დაყვეს. 9. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ წუთში 60 წამია, ხოლო 1 წამში 1000 მილიწამი. 10. ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ სასაათე სარტყელს მოიცავს, საფრანგეთი არის. თუ გავითვალისწინებთ მის იურისდიქციაში შემავალ ყველა ტერიტორიას, მათ შორის ოკეანეებში გაბნეულ კუნძულებსაც, გამოვა რომ საფრანგეთი 12 სასაათე სარტყელზე არის განლაგებული. II ადგილზე, 11 სასაათე სარტყლით, აშშ არის. ხოლო, III – რუსეთი (9 სარტყელი).
12. გარკვეული დროის მანძილზე, საათი მხოლოდ ქალების აქსესუარად ითვლებოდა. მაგრამ, I მსოფლიო ომის დროს მამაკაცებმაც გააცნობიერეს მისი საჭიროების აუცილებლობას. 14. შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც, გემებზე, რომლებზეც ქრისტიანული ეკიპაჟები იმყოფებოდნენ, ყოველთვის ზუსტად აღრიცხავდნენ დღეებს, რომ ეკლესიური დღესასწაულების აღნიშვნა შეძლებოდათ. იმ დროს ქრონომეტრები არ იყო. მეზღვაურები ქვიშის საათებით სარგებლობდნენ და ყოველთვის, ახალი დღის დადგომას იმ მომენტში აფიქსირებდნენ, როდესაც მზე ზენიტში იმყოფებოდა. ამის მიხედვით ითვლიდნენ კალენდარულ დღეებს, აღდგომას და სხვა საღვთო და საეკლესიო დღესასწაულებს. დროის ამ მეთოდით ათვლის გამო, კალენდრის დღეების ათვლაში, არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა, რადგან სავაჭრო გემები, საქონლის გადაზიდვის დროს, ჯერ ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, ხოლო შემდეგ, იგივე მარშუტით, საპირისპირო მიმართულებით ბრუნდებოდნენ საწყის პუნქტებში. ამ მოვლენას ახსნა მოგვიანებით მოეძებნა - 1884 წელს, ვაშინგტონში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სასარტყლო დროის შემოღების შემდეგ. დედამიწის გარშემოწერილობა 360 გრადუსს შეადგენს. ის საკუთარი ღერძის გარშემო, ერთ სრულ ბრუნს 24 საათს ანდომებს. ე. ი. 1 გრადუსს, 4 წუთში გადის. მაგელანის ფლოტმა ევროპიდან დასავლეთის მიმართულებით ანუ დედამიწის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დაიწყო ცურვა და უკან აღმოსავლეთიდან დაბრუნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეკიპაჟის ერთი დღის ხანგრძლივობა, ყოველი გრადუსის გადაკვეთის შემდეგ, 4 წუთით იზრდებოდა. მათ დედამიწას შემოუარეს, ანუ 360 გრადუსი გადაკვეთეს, რაც დროზე გადათვლით – 24 საათის ტოლია. ეს კი იმას ნიშნავს რომ, «დაკარგული დღე», 4-4 წუთად «გაიბნა» გრადუსებს შორის, რასაც ვერასოდეს მიხვდებოდა გემის კაპიტანი ხუან სებასტიან ელკანო. 15. მსოფლიოს ბევრი ქალაქის ქუჩებში ყვავილის საათები არის დამონტაჟებული. ყვავილების პირველი საათი, ქ. უფსალში (შვედეთი), 1720 წ. კარლ ლინემ (შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი) შექმნა, გამოიყენა რა, ყვავილების «დროში ორიენტირების» თვისება:ამ საათის ციფერბლატი სექტორებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანში, გარკვეული სახეობის ყვავილები იყო დარგული. მისი მეშვეობით, საკმაოდ ზუსტად შეიძლებოდა (ნახევარი საათის სხვაობით) დროის განსაზღვრა. მაგრამ, საათი მხოლოდ მზიან ამინდში «მუშაობდა», რადგან ღრუბლიან დღეებში, ზოგიერთი ყვავილის გვირგვინი არ იშლებოდა. რაც შეეხება ყვავილების თანამედროვე საათებს, დღეს ყვავილებს სულ სხვა დატვირთვა აქვს. მცენარეებს მხოლოდ გასაფორმებლად იყენებენ. ხოლო საათის მექანიზმი, მიწის ქვეშ არის მოთავსებული.თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 15 ფაქტი ჩვენი ცხოვრებიდან, რომელზეც ნამდვილად არასდროს გიფიქრიათ 255 8-ს მოსწონს
|