22 ივლისს, ლოს-ანჯელესში გაიმართა Teen Choice Awards 2012-ის პრემიის დაჯილდოვება. ყოველწლიური პრემია გადაეცემათ ხოლმე ყველაზე ნიჭიერ და პოპულარულ ახალგაზრდა მსახიობებს და მომღერლებს. თუმცა სელენა გომესი არ დაუჯილდოებიათ პრიზით, სერფინგის დაფით, რომელსაც ყველაზე ნიჭიერს გადასცემდნენ, მაგრამ მას თავისი მეოცე დაბადების დღე მთელი სიცოცხლე ემახსოვრება. ათასობით მაყურებელი აპლოდისმენტებით შეხვდა ახალგაზრდა მომღერალს. სელენა დიდი ემოციებით აღნიშნავდა, რომ მას ეს დღე არასოდეს არ დაავიწყდებოდა. გოგონამ თავისი ჰიტი «I Love You Like A Love Song Baby» შეასრულა. მას დაბადების დღე ყველაზე პირველმა, მისმა შეყვარებულმა, ჯასტინ ბიბერიმ მიულოცა, რომელიც Teen Choice Awards 2012-ზე დასახელდა საუკეთესო მომღერლად. ხოლო საუკეთესო შემსრულებლად გამოცხადდა ტეილორ სვიფტი. სანთლების მაგივრად სელენამ შუშხუნები ჩააქრო, იგი ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა რომ მთავარი პრიზი მას არ ერგო.![image](/uploads/article_images/small/15131343056578.jpg)
![image](/uploads/article_images/small/15131343056587.jpg)