კულტურა პოპულარული ბრაზილიელი პოპ-მომღერალი შეყვარებულის დაბადების დღეზე წავიდა და დაიღუპა 2019, 29 მაისი, 20:14 გარდაიცვალა პოპულარული ბრაზილიელი პოპ-მომღერალი გაბრიელ დინიზი(Gabriel Diniz).
ში გაემგზავრა თვითმფრინავით იმისთვის, რომ თავის შეყვარებულისთვის კაროლინ კალჰეიროსთვის დაბადების დღე მიელოცა, თუმცა შტატ სერჟიპის სიახლოვეს, ოკეანის სანაპიროზე, თვითმფრინავი ჩამოვარდა, მომღერალთან ერთად დაიღუპა ორი პილოტი.კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. სიკვდილამდე ორი დღით ადრე დინიზმა "ინსტაგრამზე" ქალაქ ფეირა-დი-სანტანაში ჩატარებული კონცერტიდან ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი მინაწერი გაუკეთა"მადლობა თბილი მიღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე თუ ღვთის ნება იქნება" 2016 წლიდან მოყოლებული მომღერალმა სამი სოლო-ალბომი ჩაწერა, აგრეთვე იყო ჯგუფების Forró na Farra -ს და Cavaleiros do Forró-ს სოლისტი, განსაკუთრებით დიდი პოპულარონა მომღერალს მოუტანა სინგლებმა Acabou Acabou (უესლი საფადაუსთან ერთად), რომელიც ორგზის პლატინური გახადა და 2018 წლის სინგლმა "Jenifer", რომელმაც 8 თვეში You tube-ზე 237 მილიონი ნახვა დააგროვა. 35 4-ს მოსწონს
|