20 ყველაზე გავრცელებული რუსული ბარბარიზმი, რომელთა გამოყენება დღეს გაუნათლებლობის ნიშანია
ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი რომელიმე უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაზე (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაციაც ენაში არ ხდება.
დღეისათვის წარმოგიდგენთ ქართულ მეტყველებაში გავრცელებულ 20 ბარბარიზმს:
- გაეჩნი კლუჩი, კლუჩი, გაიკა - ქანჩი, ქანჩის გასაღები
- გაკრასკვა;კრასკვა - შეღებვა;ღებვა
- გარშოკი - ღამის ქოთანი
- გაშკურკვა - ზუმფარის ქაღალდით გახეხვა/გაპრიალება
- გაშპაკვლა; შპაკვლა - შეფითხნა; ფითხნა
- გვაზდადიორი; გვაზდაძიორი - ლურსმანსაძრობი
- გიფსოკარდონი - თაბაშირმუყაო
- გლუშიტელი; გლუშიწელი - მაყუჩი
- გრელკა - სათბურა
- გრეჩიხა; - გრეჩკა წიწიბურა
- დალნი შორი - განათება
- დვიჟოკი - გენერატორი
- დვორნიკი - - მინასაწმენდი, მინამწმენდი, მეეზოვე
- დრუჟბა, ბენზაპილა - ბენზინის ხერხი, ბენზინის ჯაჭვური ხერხი
- დუბლიონკა - მოთრიმლული ტყავის ქურქი ან ქურთუკი
- დუში - შხაპი
- დუხი - სუნამო
- დუხოვკა - ღუმელი, საცხობი
- ელექტრო პლიტა, პლიტა - ელექტროქურა
- ელექტროსვარკა - ელექტროშედუღება, ელექტრული შედუღება
⬇️ამავე თემაზე⬇️
----------------------------------------------------------------------
ავტორი: ©️ ნუგზარ გოგბერაშვილი