x
image
ზოგადი განათლება
ქართული - ''ღმერთების ენა'', რომელიც ზოგიერთი სიტყვის 150-მდე სინონიმს აერთიანებს
ქართულ ენას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში ენა განიცდის ცვლილებას, იხვეწება, მდიდრდება მისი ლექსიკა. ხშირად ერთი და იმავე საგნის, მოვლენის, მოქმედების აღსანიშნავად რამდენიმე ლექსიკური ერთეული გამოიყენება. რაც უფრო მეტია სინონიმი, მით უფრო მოხდენილია ენა.


image


ქართულში, როგორც სალიტერატურო ენაში, ასევე დიალექტურ მეტყველებაში, სემანტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა საუბრის, ლაპარაკის აღმნიშვნელი ლექსიკა.



ჩვენს ენაში ''საუბრის'' აღმნიშვნელი 150-ზე მეტი ლექსიკური სიტყვაა დაფიქსირებული




წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:


➡️ #როტვა - შეუგვანი საუბარი, ბოდვა
➡️ #ოჩმაგური - გადაკრულად საუბარი
➡️ #პარტყალი - უთავბოლო საუბარი
➡️ #პრუტუნი - უთავბოლო საუბარი
➡️ #ჟლაჟუნი - ენის ბორძიკი, არეულად საუბარი
➡️ #ჯიჯგინი - უშვერი ლაპარაკი, ძიძგინი
➡️ #ლაშლაში - ტარტარი, ლასლასი, მრავალი და აუგიანი საუბარი
➡️ #როტვა - ძილში ლუღლუღი
➡️ #უბნობა - საუბარი
➡️ #ჩიფჩიფი - ლუღლუღი, უკაფიო ლაპარაკი(უკბილოსგან)
➡️ #ჯიკინი - უგვაროდ ლაპარაკი ცხვირში(ვჯიკინებ)
➡️ #ასარსალება - ენის გაუჩერბლად საუბარი
➡️ #ახვახი - ხმამაღალი ჩივილი, ოხვრა
➡️ #ბახბახი - წარამარა საუბარი/უშნოდ ლაპარაკი
➡️ #ლაბლაბი - უთავბოლოდ, მიდებ-მოდებით საუბარი
➡️ #ლაშუნი - ხმამაღლა უაზრო საუბარი
➡️ #ლიყინი - ბლიყინი, ენაბრგვილის ლაპარაკი
➡️ #ლუკლუკი - ტკბილი საუბარი, პირფერული ალერსი
➡️ #ნახშობა - ლაპარაკი, ბაასი
➡️ #ორაპია - ყაყანი

➡️ #დუდუნი - ჯუჯღუნი(ვდუდუნებ)

➡️ #რუთრუთი - ენაბორძიკით საუბარი

➡️ #ლაილაი - უაზრო ლაპარაკი
➡️ #მასლაათი - თავის შესაქცევი, გულის გადასაყოლებელი საუბარი
➡️ #მუსაიფი - მშვიდი, გაბმული საუბარი
➡️ #როხროხი - უშნო ხმით ლაპარაკი
➡️ #ტიკტიკი - ბავშვის საუბარი
➡️ #ტუტუნი - ჩუმი, გაურკვეველი საუბარი
➡️ #ღაღადი - ხმამაღლა თქმული მოწოდება
➡️ #ჩიფჩიფი - უკბილო ადამიანის გაურკვეველი ლაპარაკი
➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖

⬇️ამავე თემაზე⬇️



----------------------------------------------------------------------
ავტორი: ©️ ნუგზარ გოგბერაშვილი

0
413
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0