განათლება 20 ყველაზე გავრცელებული ბარბარიზმი ქართულ მეტყველებაში - ქართულ ენას არ სჭირდება გაინგლისურება! 2019, 7 მაისი, 14:33 ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი რომელიმე უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაზე (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაციაც ენაში არ ხდება.
ქართულ ენაში უმეტესად რუსული ენიდან შემოსული და ქართულ ენაში ბარბარიზმებად დამკვიდრებული სიტყვები გვხვდება. თუმცა, არანაკლებ საგანგაშო და ყურადსაღებია ინგლისური ენიდან შემოსული სამეცნიერო ტექნოლოგიური სიტყვები.
''ქართულ ენას არ სჭირდება გაინგლისურება, მას სჭირდება განვითარება. ქართული ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა ლექსიკოგრაფებმა აკადემიური ლექსიკონებით: განმარტებითი, დარგობრივი, ორენოვანი და სხვა; ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა მთარგმნელებმა როგორც მხატვრული, ისე დარგობრივი ლიტერატურის კვალიფიციური თარგმანებით; ენა უნდა განავითარონ ქართული ენის სპეციალისტებმა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელმა მეცნიერებმა და სხვა.
ენაში მიმდინარე პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ პროცესების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ცოდნის ნაკლებობა: ზოგჯერ ქართული ენის ცუდად ცოდნა, ზოგჯერ ინგლისური ენის ცუდად ცოდნა, უცხო ენების სწავლების არასწორი მეთოდები, ლექსიკონების ნაკლებობა და არსებული ლექსიკონების გამოყენების უნარ-ჩვევების არქონა და სხვა საკითხები'' - თინათინ მარგალიტაძე(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება)
წარმოგიდგენთ ქართულ მეტყველებაში ყველაზე გავრცელებულ 20 ბარბარიზმს⦁ ბარბარიზმი - ქართული შესატყვისი
დაიცავი ქართული ენა, იმეტყველე სწორად! ------------------------------------------------------ ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი 1313 შეფასება არ არის
|